დიდი ბრიტანეთის ყველაზე უიღბლო ჟოკეი საავადმყოფოში 42-ჯერ მოხვდა

AutoSharing Option
33 წლის რობერტ ტორნტონის გვარ-სახელი თუ "სპორტალ.გეს" მკითხველს არაფერს ეუბნება, სამაგიეროდ კარგად ნაცნობია დიდი ბრიტანეთის მედიკოსებისა და ცხენოსნობის მოყვარულთათვის. ჯირითის თავგადაკლული მოტრფიალე ეს ვაჟბატონი თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში უკვე სამასამოცდამეშვიდედ (!) გადმოვარდა ცხენიდან და გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე უიღბლო სპორტსმენად დამსახურებულადაა აღიარებული.

გადმოვარდნასაც ხომ გააჩნია? ჟოკეის გაჭენებულ ცხენიდან ფრენა 42-ჯერ საკმაოდ სერიოზული ტრავმად დაუჯდა. უიღბლო მხედარს ახლაც ხელი აქვს მოტეხილი, თაბაშირი კი მას შემდეგ დასჭირდა, რაც ბოლო შეჯიბრის დროს ცხენს ადგილი კიდევ ერთხელ გაუცვალა და მის ფლოქვებქვეშ მოექცა..

აი, უიღბლობის სტატისტიკაც:
ტორნტონმა თავის კარიერაში ოცდაოთხივე ნეკნის გატეხვა, ცხრაჯერ ბეჭის ამოგდება და რამდენიმე კბილის ჩამტვრევა "მოასწრო". ნაღრძობ თუ გადატყავებულ ხელ-ფეხსა და კოპებს თავზე აღარავინ ითვლის...

არადა, ტორნტონი ცუდი მხედარი მართლა არაა და საკმაოდ წარმატებული კარიერითაც დაიკვეხნის. ყოველ შემთხვევაში, მიღწევებით დიდ ბრიტანეთში ერთერთი საუკეთესოა - 8023 შეჯიბრიდან 1037-ში გაუმარჯვია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული