სპორტი და პოლიტიკა: პუტინი დაბლა დაეშვა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერმინისტრი ვლადიმერ პუტინი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს და ამომრჩევლების თავისი სპორტული თვისებებით მოხიბვლას ცდილობს.

ცნობილია, რომ რუსეთის მეორე პირი გატაცებულია ძიუდოთი, ბადმინტონით, ცურვითა და ცხენოსონობით. ახლა კი ბობსლეიში სცადა ბედი.

პუტინი მოსკოვთან ახლოს, პარამონოვოში ბოსბლეის ოლიმპიურ ბაზას ეწვია და ორაადგილიანი ბობით ტრასაზე დაეშვა. პილოტი რუსეთის ჩემპიონი ალექსეი შადაევი იყო, პრემიერმინისტრი კი მის უკან იჯდა, თანაც მან ჩაფხუტის გარეშე გადაწყვიტა ტრასაზე დაშვება.

ზამთრის სპორტული სახეობების თემა რუსეთში საკმაოდ აქტუალურია. 2014 წელს სოჭში ოლიმპიური თამაშები გაიმართება და პუტინი პირადად ხელმძღვანელობს ოლიმპიური ობიექტების
მშენებლობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული