ამერიკაში "მომავლის ფეხბურთი" გამოიგონეს

AutoSharing Option
ვიდეო
ამერიკელმა გულშემატკივრებმა ფეხბურთის ახალი სახეობის შექმნა გადაწყვიტეს, რომელიც კლასიკურისგან ძალიან განსხვავდება.

თამაში Ultimate Tazer Ball, რომელსაც ამერიკელები მომავლის სპორტად მოიხსენიებენ, თავისი პროტოტიპისგან იმით განსხვავდება, რომ ფეხბურთელები ელექტროშოკერებით არიან აღჭურვილნი და გიგანტური ბურთით თამაშობენ.

ელექტრული ძაბვა 300 ათასი ვოლტი რვა მილიამპერი დენის ძალით სასიკვდილო არ არის, მაგრამ ადამიანში კუნთების ძლიერ სპაზმს იწვევს, რომელიც ადამიანს წონასწორობას აკარგვინებს.

თამაშის მიზანი, რომელშიც თითოეული მხრიდან ოთხ-ოთხი ადამიანი მონაწილეობს, რეზინის ბურთის მეტოქის კარში შეგდებაა. ამასთან, იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ მეტოქის წინააღმდეგ არის ნებადართული, რომელიც ბურთს ფლობს.

ელექტრონული ფეხბურთის საჩვენებელი ტურნირის ორგანიზატორები, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობდა, სამომავლოდ აშშ-ში საკუთარი ლიგის შექმნას გეგმავენ. მათმა სარეკლამო რგოლმა ინტერნეტსაიტ youtube-ზე მილიონზე მეტი მნახველი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული