მსოფლიო გოლფის ვარსკვლავი სამხედრო საქმით ბავშვობიდან ყოფილა გატაცებული. ტაიგერის მამა ამერიკულ სპეცრაზმთან ერთად ვიეტნამში იბრძოდა, თავად სპორტსმენს კი ჩრდილოეთ კაროლინას სამხედრო ბაზაზე, "ზღვის ლომების" წვრთნაშიც კი მიუღია მონაწილეობა.
როგორც გოლფისტის ყოფილი მწვრთნელი ჰენკ ჰეინი თავის წიგნში წერს, სპორტსმენს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზებს არაერთგზის სტუმრობდა, სადაც "საზღვაო ლომების" რიგებში ჩარიცხვის პრეტენდენტთათვის დადგენილ პროგრამებს გადიოდა.