404 ქულით რევაზ ბერიაშვილმა და გოჩა გოშაძემ მოიპოვეს ოქროს მედალები; მეორე ადგილზე გავიდა დავით და მიხეილ ვირსალაძეების წყვილი (389); მათ 2 ქულით ჩამორჩა ნუგზარ მახათაძე და გურამ სიხარულიძე.
ახლა ჩვენი მოთამაშეები მოემზადებიან ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან ამხანაგური მატჩისათვის (ფორმატით 26:26 წყვილზე), რომელიც 18 მაისს თბილისში გაიმართება 13 მაგიდაზე. აგვისტოში კი ოლიმპიადაა ქ. მანჩესტერში.
შოთა მაქაცარია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"