მოკლედ, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ვიღაცეებმა ამ ორი სახეობის სინთეზით ახალი თამაში - "კრივჭადრაკი" შექმნეს.
ხუმრობა არ გეგონოთ - ამ უცნაურ სპორტში ტურნირები 2003 წლიდან ეწყობა და ლამის უკვე 10 წელია, "კრივჭადრაკის" მიმდევრები ჯერ ერთმანეთს მუშტებით ამუშავებენ, შემდეგ საჭადრაკო დაფასთან არკვევენ ურთიერთობას, მერე კი ისევ რინგზე ინაცვლებენ...
ეგ კი არა და, თურმე უკვე "კრივჭადრაკის" მსოფლიო ორგანიზაციაც კი არსებობს, რომლის დევიზია: "ბრძოლა
ეს უჩვეულო სპორტი ფრანგმა მხატვარმა, კომიქსების ცნობილმა ავტორმა ენკი ბილალმა გამოიგონა, ბრძოლა კი კრივისა და ჭადრაკის წესებით მიმდინარეობს და 11 რაუნდისგან შედგება.