"ქარვასლა" ლელოელს დაეთმო

AutoSharing Option
ზურაბ ხორავამ, როგორც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა დაამახსოვრა თავი "ლელოს" უფროსი თაობის მკითხველებს.

ყმაწვილობიდან მეგობრობდა უნიჭიერეს ხელოვანსა და მთამსვლელთან გურამ თიკანაძესთან, ეზიარა მისეულ ფოტოხელოვნებას და იმ დროიდან მისთვის ფოტოაპარატი ცხოვრების თანამგზავრი გახდა.

პუბლიკაციების დამამშვენებელ ფოტოებთან ერთად მისი არაერთი მხატვრულ-დოკუმენტური კადრი გამოქვეყნდა "ლელოს" ფურცლებზე.

22 მარტს თბილისის ძველ უბანში, "ქარვასლის" საგამოფენო დარბაზში, ზურაბ ხორავას ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედების ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც ერთი კვირა გასტანს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოხელოვანის მრავალწლიანი მოღვაწეობის ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევრები. ჩვენი თხოვნით, ერთ-ერთ ფოტოსთან ზურაბი მისმა ქალიშვილმა ქეთევანმა გადაიღო საგამოფენო დარბაზში იმ
სურათთან, რომელზედაც ცნობილი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძეა აღბეჭდილი კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გუმბათის რესტავრაციის მიმდინარეობის დროს.

ერთდროულად გამოიფინა 20 წლის თბილისელი ქალიშვილის, ბაია ლომსაძისა და პოლონელი ანჟეი პეჩოს ნამუშევრები.

ქეთევან ხორავას ფოტო
თენგიზ თომაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული