მსოფლიო კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა მომხსენებელი ქართველია

AutoSharing Option
როგორც ჩანს, დრო დადგა, ადამიანებმა ჯეროვნად დააფასონ ცხენის დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციის პროცესში.

ფასდაუდებელია ბუნების ამ უმშვენიერესი და გონიერი ქმნილების როლი ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილების, ვაჭრობის, კულტურის, ხელოვნების განვითარებაში.

ცალკე თემაა ომების სტრატეგიის შეცვლა; სპორტში ხომ ცხენოსნობა ერთადერთი სახეობაა, სადაც ორი განსხვავებული სულიერი არსება წარმატებისთვის ერთად იბრძვის.

როცა ცხენზეა ლაპარაკი, წინა პლანზე გამოდის ახალთექური ჯიში, რომლითაც მთელმა მსოფლიომ გაილამაზა ცხოვრება.

ამიტომაც სავსებით გასაგებია თურქმენთა თაოსნობა, თემატური მსოფლიო კონგრესების გამართვით პატივი მიაგონ მათთვის ბუნების მიერ ნაბოძებ სულიერ განძს, საერთოდ, ცხენთა მოდგმას.

პირველი კონგრესი
შარშან ჩაატარეს თურქმენებმა. წლეულს, 27-28 აპრილს კი, აშხაბადში პირველად საქართველოც იქნება წარმოდგენილი.

"ცხენთა ქართული ჯიშები, მეცხენეობისა და ცხენოსნობის ისტორიული ტრადიციები საქართველოში" - ამ თემით მოიპოვა მსოფლიო კონგრესზე გამოსვლის უფლება ილიას უნივერსიტეტის სპორტის აკადემიის კურსდამთავრებულმა, პელოპონესის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის მაგისტრანტმა, გაზეთ "ლელოს" მიმომხილველმა თორნიკე გაჩეჩილაძემ.

დავძენთ, რომ კონგრესის უხუცესი მონაწილე 82 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი 24 წლის ქართველი მომხსენებელი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული