მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცთა შორის ქართველიცაა

AutoSharing Option
ვიდეო
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 ეტაპი უძლიერეს მამაკაცთა შორის, რომელიც ორგანიზებული იყო უძლიერეს მამაკაცთა მსოფლიო ფედერაციის მიერ (WORLD STRONGMAN FEDERATION).

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების წევრმა - კონსტანტინე ჯანაშიამ, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მე-5 ადგილი დაიკავა, ჯამში კი ამ ეტაპისთვის პირველ პოზიციაზე განთავსდა. ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ეტაპზე სულ 20 ქვეყნის 20 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტაშკენტში ასევე იმყოფებოდა საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო ფედერაციის აპატარის წევრი - ავთანდილ ახვლედიანი.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია 3 ეტაპი, რომელიც გამოავლენს საბოლოო
გამარჯვებულს.

აღნიშნული ეტაპები ესპანეთში, ჰოლანდიასა და ფინეთში გაიმართება, სადაც ჩემპიონობისათვის ბრძოლას კონსტანტინე ჯანაშიაც განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ჯანაშია მონაწილეთაგან ყველაზე ახალგაზრდაა.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული