აპრილი. თვის მონაგარი

AutoSharing Option
3. რაგბი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა იტალია 20:18 დაამარცხა.

5-9. სამბო. ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატზე (ჭაბუკები და ახალგაზრდები) ქართველმა სამბისტებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს.

7. რაგბი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-5 ადგილისთვის მატჩი შოტლანდიასთან დათმო - 10:29.

13. ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონი გახდა რაულ ცირეკიძე (85 კგ).

14. ბატუტზე ხტომა. ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა ლუბა გოლოვინამ.

15. ძალოსნობა. ანთალიაში ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი თურმანიძემ (მძიმე) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

17. ფეხბურთი. თანამდებობიდან გადადგა თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი.

20. თავისუფალი
ჭიდაობა.
ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და გიორგი გოგშელიძემ (96 კგ).

19-22. ჩოგბურთი. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ქაიროში ევროპა-აფრიკის II ზონის გათამაშება მოიგო და გაისად I ზონაში ითამაშებს.

20. კრივი. ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა მერაბ თურქაძემ (56 კგ).

21. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა ზურაბ დათუნაშვილმა (74 კგ).

21. ჭადრაკი. ბლიცში ბაადურ ჯობავამ დუბაის ტურნირი მოიგო.

23. კალათბურთი. ოფიციალურად დადგა ნბა-ს დრაფტზე თორნიკე შენგელია.

23. სუმო. ახალი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) დაკარგა კომუსუბის ტიტული.

27. თავისუფალი ჭიდაობა. ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა ოთარ თუშიშვილმა (66 კგ).

27-28. ძიუდო. ჩელიაბინსკში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ); ლომერ ჟორჟოლიანმა (100) ვერცხლის მედალი აიღო; ბრინჯაო კი ამირან პაპინაშვილს (60) და ლაშა შავდათუაშვილს (66) ხვდათ წილად.

28. ფეხბურთი. გერმანული ბუნდესლიგის "შალკემ" გაცილება მოუწყო ლევან ყენიას.

28. ჭადრაკი. ანაკლიაში დაიწყო საქართველოს 69-ე ჩემპიონატი ქალთა შორის.

28. ჩოგბურთი. ანთალიის ტურნირის (თურქეთი) წყვილთა თანრიგი მოიგეს ოქსანა კალაშნიკოვამ და სოფიო ქვაცაბაიამ.

29. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა სოსო ჯაბიძემ (96 კგ).

29. კალათბურთი. სპორტის სასახლეში სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩი გაიმართა, რომელშიც ლეგიონერთა გუნდმა 137:125 მოუგო ადგილობრივებს.

29. ძიუდო. ჩელიაბინსკში ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრების ფინალში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი რუსეთი 3:2 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული