კომპანია "ვებ სოლუშენსი" facebook-ზე ახალ ინოვაციურ კონკურსს იწყებს

AutoSharing Option
ვებ-დეველოპერული კომპანია "ვებ სოლუშენსი" facebook-ზე ახალ ინოვაციურ კონკურსს იწყებს. კონკურსის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააცნოს თავისი შემოქმედებითი ხედვა ფართო აუდიტორიას. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ მისამართზე: www.bc.websolutions.ge, შექმნან, მინიმუმ, ერთი კომპანიისათვის Facebook Timeline cover ნამუშევარი, რომელიც შეიძლება იყოს ნახატი (ვებ დიზაინი) ან ფოტოსურათი.

მონაწილეებს უფლება აქვთ შექმნან cover-ფოტო, მაქსიმუმ, 5 კომპანიისთვის. აქედან ერთს აარჩევენ კონკურსის ორგანიზატორები, ხოლო დანარჩენი ოთხის არჩევაში მონაწილეები აბსოლუტურად თავისუფლები არიან.

კონკურსანტი, რომელიც არ შექმნის ორგანიზატორების მიერ მითითებულ კომპანიაზე cover-ს, მოიხსნება კონკურსიდან.
მონაწილეებმა დასრულებული ნამუშევარი საიტზე განთავსებული აპლიკაციის მეშვეობით უნდა გამოაგზავნონ კონკურსის ადმინისტრაციასთან.

კონკურსი გაიმართება "ვებ სოლუშენსის" facebook-ის გვერდზე.

მონაწილეებმა უნდა გაიარონ სამი ეტაპი. საბოლოოდ კი გამარჯვებული გახდება ის, ვისი ნამუშევარიც ყველაზე მეტ like-შეფასებას მიიღებს.

გამარჯვებულს გადაეცემა სოლიდური პრიზი - 1000 ლარი, თუმცა კონკურსის ორგანიზატორს - "ვებ სოლუშენსს" ეყოლება საკუთარი რჩეული, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, გაიაროს სტაჟირება ამავე კომპანიაში გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, ჩაერთოს ბევრ საინტერესო პროექტში და მიიღოს პროფესიული გამოცდილება.

პროექტის გენერალური სპონსორები არიან: "ბილაინი", შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრი, კავკასიის უნივერსიტეტი, "უნიფეი", "ევროპა ბეთი", "არქ-თრეიდი" და კომპანია "სმაილი".

კონკურსის მედიაპარტნიორები არიან: kvirispalitra.ge, interpressnews.ge, ambebi.ge, marao.ge, sportall.ge; რადიოები - "ფორტუნა+" და "არ დაიდარდო"; ასევე - ლობისტი კომპანიები: "ფორტუნა", "ავტორადიო", "ზარიოს ავტო", "ახალგაზრდა დემოკრატიული საზოგადოება", "ივერონი", "ალტლაიფ სტუდიო", ფოტო VIP, adword.ge.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული