ინციდენტი დასავლეთ ავსტრალიის შტატის ჩემპიონატის მატჩში მოხდა, რომელშიც "რაიდერსი" "ვიქტორია პარკ პანტერსს" ხვდებოდა. 24 წლის ჰოკეისტმა გონება მას შემდეგ დაკარგა, რაც თავში მოხვდა თავისივე ყვანჯიდან ასხლეტილი ბურთი.
უოტკინსი, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობდა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
* * *
საბედისწერო აღმოჩნდა ავსტრალიელი მოკრივის, უილმან როდრიგეს გომესის დებიუტი პროფესიულ რინგზე. ის პროფესიონალებში თავისი პირველი ბრძოლის დროს გარდაიცვალა.
29 წლის სპორტსმენი შეხვედრის პირველივე წუთზე დაეცა და
ახალზელანდიელი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი მოგვიანებით დადგინდება.
სამართალდამცავი ორგანოები მომხდარის დეტალურ გამოძიებას აპირებენ და იმის გარკვევა სურთ, ჰქონდა თუ არა გომესს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"