ყაზანში სტრიპტიზის ჩემპიონატი გაიმართა

AutoSharing Option
ვიდეო
ყაზანში სტრიპტიზისა და ეროტიკული ცეკვების პირველი ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატს ორგანიზებას თათრეთის ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაცია უწევდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების არაოფიციალური ორგანიზატორი ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო იყო. 

ჩემპიონატის ფარგლებში ჟიურის წინაშე 15 ჯგუფური და სოლო-ცეკვა წარადგინეს. მონაწილეთა საცეკვაო რეპერტუარი და კოსტიუმები სპეციფიკური იყო - მაცდური მედდების კოსტიუმებში გამოწყობილი გოგონები ეროტიკულ საცეკვაო კოსტიუმებში გამოწყობილ გოგონებს ეჯიბრებოდნენ.

უჩვეულო სანახაობას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად - მამაკაცები. შეჯიბრის არცერთი მონაწილე არ გაშიშვლებულა.

შეჯიბრის გამარჯვებულებს საჩუქრები, დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადასცეს. გამარჯვებულს 5 000
რუბლი ხვდა წილად. პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფმა "ლიგამ", რომელშიც გოგონებთან ერთად ერთი მამაკაციც ცეკვავდა.

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული