ოქსფორდშირის საგრაფოს 42 წლის მაცხოვრებელი ვერტმფრენიდან გადახტა და დაახლოებით 730 მეტრი იფრინა, რის შემდეგაც წარმატებით დაეშვა სპეციალურად მომზადებულ საფარზე, რომელიც 18000 მუყაოს ყუთისგან შედგებოდა.
"ძალიან მოხერხებული და რბილი იყო! ყველაზე მთავარი ის არის, რომ სწორად გავთვალე ფრენის ტრაექტორია და საჭირო წერტილში მოვხვდი", - უზიარებდა ჟურნალისტებს შთაბეჭდილებებს მფრინავი მამაკაცი.
ფრენის დრო სულ რაღაც 50 წამი იყო.
ამასთან, კონერის თან ჰქონდა პარაშუტი ექსტრემალური სიტუაციისთვის, მაგრამ რეკორდსმენი
"ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ მიზანს მივაღწევდი. ვიცოდი, რომ ფრენა შემეძლო. ჩემი ილეთი ავიაციის ისტორიაში შევა. ვიცი ბევრი ფიქრობს, რომ უბრალოდ არანორმალური ვარ, მაგრამ ჩემთვის ეს ნამდვილი კომპლიმენტია", - ამბობს გერი.
თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, კონერი ოსტატობას იტალიისა და შვეიცარიის მთებში ხვეწდა.
პირველი ნახტომი ბრიტანელმა ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში განახორციელა და მას შემდეგ ცის დაპყრობა მისი მოწოდება გახდა. სულ კონერის 1500 საჰაერო ილეთი აქვს შესრულებული. გერი კასკადიორად მუშაობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "ინდიანა ჯონსი" და "ბეტმენი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"