როგორც "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კახი კალაძემ განაცხადა, შესაძლოა, ის მოწმის სტატუსით დაიბარონ, ან შესაძლოა, საერთოდ არც დაიბარონ.
"თუ ვინმეს უნდა კუდი მოაბას ამ ამბავს და ბუზი სპილოდ აქციოს, ეს მისი საქმეა. მთელი ცხოვრება ჩაწყობილ თამაშებს ვებრძვი და სასაცილოა ჩემთვის ეს სიტუაცია", - განაცხადა კალაძემ.
ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ის მზად არის, ნებისმიერ დროს ჩაფრინდეს იტალიაში და მისცეს ჩვენება მოწმის სტატუსით.
კახი კალაძე მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს,
რაც შეეხება იტალიურ პრესაში გავრცელებულ სატელეფონო საუბარს, კალაძის განმარტებით, საუბარი ეხება კარებსა და მარმარილოს, რომელიც ქობულეთის სასტუმროსთვის უნდოდა.
"ამ კარებების ყიდვა მინდოდა, თუმცა გარიგება ვერ შედგა, რადგან მას საჭირო ზომების კარებები არ აღმოაჩნდა", - განაცხადა კალაძემ.
იგი ვარაუდობს, რომ იტალიელი სამართალდამცავების ეჭვი შესაძლოა გამოეწვია სიტყვა "კარებს" და ჩაეთვალათ, რომ რაღაც კოდირებულ საუბართან ჰქონდათ საქმე, რაც სინამდვილეში ასე არ არის.
იხილეთ ვიდეო
interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
კახა კალაძე: მზად ვარ, იტალიაში ჩავფრინდე და ჩვენება მივცე