საქართველოს უნივერსიადის პროგრამით ასპარეზობა დამთავრდა კიდევ ორ სახეობაში - რაგბისა და ძალისმიერ სამჭიდში.
მორაგბეთა პაექრობაში 11 შვიდკაცა გუნდი მონაწილეობდა. წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
ისინი დაუმარცხებლად გავიდნენ ფინალში. გადამწყვეტ ეტაპზე მათი პაექრობა სეუ-მ 17:12 მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებული გუნდის ბაზაზე დაკომპლექტდება საქართველოს შვიდკაცა რაგბის სტუდენტური ნაკრები, რომელიც ესპანურ კორდობაში ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში იასპარეზებს.
რაც შეეხება ძალისმიერ სამჭიდელთა დაპირისპირებას, წონითი კატეგორიების მიხედვით საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
59 კგ. 1. გიგა ბეგიაშვილი (სტუ), 2. ნიკოლოზ
ბიბიაშვილი (თსუ), 3. გიორგი უგრეხელიძე (აგრარული). 66 კგ. 1. კახაბერ თეთრაძე (თსუ), 2. დავით პეტრიაშვილი, 3. სოლომონ თედიაშვილი (ორივე - სამედიცინო). 74 კგ. 1. ზაურ წიქორიძე (სამედიცინო), 2. კობა კლდიაშვილი (სტუ), 3. მიხეილ მრელაშვილი (თსუ). 83 კგ. 1. ლევან ჩოჩია (სამედიცინო), 2. დავით ჩითინაშვილი (სოხუმის უნივერსიტეტი), 3. დავით ვარდიაშვილი (სტუ). 93 კგ. 1. გიორგი ბაღანაშვილი, 2. გივი კვარაცხელია (ორივე - სტუ), 3. დემურ ცაბაძე (თსუ). 105 კგ. 1. გიგა ხანიშვილი (სტუ), 2. ვლადიმერ გოგოლიძე (თსუ), 3. ნიკა ნანაძე (აგრარული). +105 კგ. 1. ჭაბუკა ჭიღლაძე (აგრარული), 2. გიორგი ნებიერიძე (თსუ), 3. ნიკა ხაბელაშვილი (სამედიცინო).
კიდევ ორ სახეობაში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"