უნივერსიადა: 22-იდან 19 სპორტის სახეობაში შეჯიბრებები უკვე დასრულდა

AutoSharing Option
საქართველოს 2012 წლის უნივერსიადის პროგრამით, ოცდაორიდან სპორტის ცხრამეტ სახეობაში უკვე დამთავრდა შეჯიბრებები.

გათამაშების ცხრილს დამაჯერებლად უდგას სათავეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი, რომლის წარმომადგენლებმაც საერთო მონაგარი გუშინწინ კიდევ ერთი მედლით გაიმდიდრეს: მომავალმა ტექნიკოსებმა ქუჩის კალათბურთში ყველა მეტოქეს სძლიეს, მათ შორის, ფინალში თსუ-ს და პირველი ადგილი დაიკავეს.

მეორე ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გავიდა, მესამე იყო სამედიცინო უნივერსიტეტი.

6 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მშვილდოსნებმა იასპარეზეს. აქ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტსმენთა უპირატესობა აშკარა იყო: მათ ორი ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი
დაიმსახურეს.

გოგონებში 635 ქულით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ბათუმელი ნანა მახარაძე. გამარჯვებულს 28 ქულით ჩამორჩა და ვერცხლის მედალი ერგო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ლილი ოდოსაშვილს.

მახარაძის თანაგუნდელი თეონა ფარსენაძე 593 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა.

ვაჟებში ოქრო-ვერცხლი ზღვისპირელებმა მოიხვეჭეს: 664 ქულით პირველი იყო გიგა კაკაბაძე, 641 ქულით მეორე ადგილი გოგიტა კაკაბაძემ დაიკავა, 624 ქულით ბრინჯაო დავით ჭელიძეს (თსუ) ხვდა.

19 სახეობის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: სტუ-53 (23 ოქრო, 13 ვერცხლი, 17 ბრინჯაო), აგრარული უნივერსიტეტი-44 (12, 13, 19), თსუ-36 (9, 16, 11), სამედიცინო უნივერსიტეტი-31 (7, 5, 19), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-29 (6, 12, 11), გორის უნივერსიტეტი-11 (5, 6, 0), ბათუმის უნივერსიტეტი-21 (5, 5, 11), საავიაციო უნივერსიტეტი-7 (4, 2, 1), სეუ-5 (4, 1, 0), სოხუმის უნივერსიტეტი-15 (3, 5, 7). სულ უნივერსიადის მედლები 25 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

22-დან 19-ში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული