უნივერსიადა: ტყვიის სროლა მოილიეს

AutoSharing Option
დასასრულს უახლოვდება 2012 წლის უნივერსიადის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებები.

7 ივნისს ცეცხლის ხაზზე ტყვიის მსროლელები გავიდნენ. 30-ზე მეტი გოგონა და ვაჟი ეცილებოდა ერთმანეთს პირველობაში. გაუწყებთ გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას:

გოგონები. 1. ნია ხაჩიძე (თსუ, 88 ქულა), 2. ნინო ფანჩულიძე (სამედიცინო უნივერსიტეტი, 85), 3. მარიამ ინანეიშვილი (ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტი, 71).

ვაჟები. 1. ირაკლი სვანიშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი, 88), 2. შოთა გირგვლიანი (ქუთაისი, 86), 3. გიორგი ქობულაძე (სამედიცინო უნივერსიტეტი, 82 ქულა).

საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ-მესამე ადგილებს სტუ (53=23 ოქრო, 13 ვერცხლი, 17 ბრინჯაო),
აგრარული უნივერსიტეტი (44=12, 13, 19) და თსუ (37=10, 16, 11) ინაწილებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული