სოჭის ოლიმპიადის დასამშვენებლად 5 დეკემბრამდე კონკურსია გამოცხადებული. მასში მონაწილეობა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. თილისმის ბევრი ვარიანტი, ალბათ, ჯერ კიდევ დამუშავდება, მაგრამ ბევრიც უკვე დახატული და გამოქვეყნებულია.
ჩვენი ყურადღება მათგან ერთმა მიიპყრო:
"ჩურჩხელა" - ასე ქვია ვარიანტს, რომელიც ჩელიაბინსკელმა ნიკოლაი უსტიმენკომ დახატა. თავისთავად ნახატი თითქოს ცუდი არ არის, მაგრამ... სად რუსეთი და სად ჩურჩხელა?
კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდია.