პუტინმა რინგზე ქართველი ჩემპიონის გალახვით ძალიან გაიხარა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა ფალავანმა გურამ გუგენიშვილმა ამერიკელ კენი გარნერთან, რომელიც ორი წლის წინ რინგზე დამარცხებული ჰყავდა, ამჯერად სენსაციურად წააგო და მძიმე წონაში M-1 Challenge-ის ჩემპიონის ქამარი დათმო (იხილეთ ვრცლად).

ბრძოლა სანკტ-პეტერბურგში, ტურნირ "M-1 Global 2 - თეთრი ღამეების" ფარგლებში გაიმართა და მას თვით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც დაესწრო, რომელიც ქართველისა და ამერიკელის დაპირისპირებას პირველი რიგიდან დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს.

ხუთრაუნდად გაწერილი ბრძოლა, სამწუხაროდ, გუგენიშვილმა სახეზე ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა და დამარცხებულად გამოცხადდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ პუტინი ქართველის გალახვით უზომოდ
ბედნიერი იყო. რუსეთის პრეზიდენტი ადგილიდან წამოიჭრა და კენი გარნერს გამარჯვება პირადად გულმხურვალედ მიულოცა და თან ეს, ჩვენთვის ძალზე გამაღიზიანებელი ჟესტითაც გამოხატა.

ვიდეორგოლში კარგად ჩანს, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პირველი პირის უზომოდ კმაყოფილი სახე და ჟესტი ხელით - "ყოჩაღ, მაგარია!"

სევე იხილეთ:
ქართველი მანქანა - გურამ გუგენაშვილი

გურამ გუგენიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 19 /
რუსი ხალხი ნაგავია მის პუტინიანად და გაბურძგნულ ტოლსტოიან-დოსტოევსკიანად, სულ ჭონტოლზე გვკიდია ნამდვილ ქართველებს ოკუპანტების ხროვას რა მოსწონს, ჩვენ რაც მოგვწონს ისე იქნება მაინც, ჯეკ
0
Mere vin ambobs rusebs qartvelebi ar ukvarto. cven konkretul adamianze, putinze vambobt, saqartvdlo sdzulso. rus xalxs ar ucnia oseti da apxazeti, rusetis mtavrobam cno. mtel msopliosi marto putini tvils rom osebs da apxazebs vchagravt da unda daicvas cvengan. eg nabi... micas gvartmevs da magi unda mogvcondes?
Gega
16:55 24-06-2012
0

სიახლეები პოპულარული