ფეხბურთი და პოლიტიკა - ევრო 2012-ის ფინალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა

AutoSharing Option
ფეხბურთი დიდი ხანია იქცა პოლიტიკად. ამის დასტურად, კიევის ოლიმპიური სტადიონის პოლიტიკოსებით "დახუნძლული" ვიპ-ლოჟისთვის თვალის შევლებაც კმარა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალზე სრულიად განსხვავებული წარსულის, აწმყოსა და მომავლის პოლიტიკოსთა თავყრილობის ამსახველი ფოტოგალერეა ინტერნეტ-ქსელების მთავარი სასეირო მასალა იყო.

სასეირო და საჭორაო კი მართლაც ბევრი რამ არის. მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს რატომ უმშვენებს გვერდს "ფიფას" პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და არა ტურნირის უშუალო ორგანიზატორი, "უეფას" პრეზიდენტი მიშელ პლატინი? იმიტომ ხომ არა, რომ მასპინძლებს ინგლისელთა კარში გატანილი ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს?

რატომ დგას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის
უკანასკნელ დიქტატორად მონათლული ალექსანდრ ლუკაშენკოს გვერდით? თანაც, არა მხოლოდ დგას, არამედ საკმაოდ ხალისიანადაც საუბრობენ.

იხილეთ ვრცლად
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული