საქართველოს პრეზიდენტმა ევრო 2012-ის ფინალი სკანდალისგან იხსნა

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ივლისს კიევის ოლიმპიურ სტადიონს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალის საყურებლად სტუმრობდა.

ესპანეთი-იტალიის მატჩს ევროპული სახელმწიფოების სხვა ლიდერებიც დაესწრნენ, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირველი პირი სტადიონზე, საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში, რატომღაც ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გვერდით აღმოჩნდა...

სააკაშვილის გამოჩენას "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის" გვერდით არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. პოლონურ მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით კი, საქართველოს პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით ევრო 2012-ის ფინალური მატჩი პოლიტიკური სკანდალისგან იხსნა.

როგორც პოლონური საინფორმაციო საშუალებები წერენ, თურმე კიევში სტუმრად მყოფი ევროპელი ლიდერები უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ,
როდესაც სტადიონზე "დიქტატორი" ლუკაშენკო, ვაჟთან ერთად შენიშნეს. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ მიხეილ სააკაშვილმა იპოვნა, რომელმაც დასავლეთისგან იზოლირებული ლუკაშენკოს გვერდით დაიკავა ადგილი და ამით მატჩზე მყოფ სხვა საპატიო პირებს უხერხულობა მოუხსნა.

"სააკაშვილი ბელორუს კოლეგასთან დაუძაბავად იქცეოდა - საუბრობდა თავისუფლად, ეხუმრებოდა და ართობდა მას", - წერს ერთ-ერთი პოლონური გამოცემა.

საბოლოოდ, მეზობელ ლოჟაში დაიკავეს ადგილი პოლონეთისა და იტალიის პრეზიდენტებმა, იტალიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებმა, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა და ამით მათ ლუკაშენკოსთან კონტაქტს თავი აარიდეს...

მატჩის შემდეგ, როდესაც პოლიტიკური სკანდალის საშიშროება გადავლილი იყო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ევრო 2012-ის ფინალზე გამოჩენის უნდა შერცხვენოდა. თავად ქვეყნის პრეზიდენტმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ კი დიპლომატიურად თქვა - კიევის სტადიონი იმხელაა, იქ ყველა დაეტევაო.

ასევე იხილეთ:
ფეხბურთი და პოლიტიკა - ევრო 2012-ის ფინალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა
ესპანეთი-იტალია 4:0 - ისტორია გადაწერილია, თბილისში შეხვედრამდე! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
მადლობა მიშას თორემ არავინ იცის რა სერიოზული სკანდალი ატყდებოდა და მერე ამ სკანდალს მოყვებოდა არეულობა სახელმწიფოებს შორის და დაიწყებოდა კრიზისი,კრიზისის შედეგად ჩვენც დავზარალდობოდით ,ამით მიშამ ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა და მოსახლეობისგან მადლობა დედამისს რომ ესეთი მეორე ბევრი ...... არ გააჩინა
giorgi
09:46 03-07-2012
0
ირაკლი, შენ ის თქვი იმსახურებს თუ არა სააკაშვილი ლუკაშენკოს გვერდში ჯდომას და არის თუ არა მასზე რითიმე უკეთესი. ძალით მიუსვეს თუ საკუთარი ნებით მიუჯდა, ამას უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის რომ ეს სამწუხარო დამთხვევა მთლად დამთხვევად რომ არ აღიქმება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებში.
odala
09:04 03-07-2012
0

სიახლეები პოპულარული