ცხოველები ოლიმპიადის უმეტეს სახეობაში ოქროს მედლებს მიიღებდნენ

AutoSharing Option
საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა ბრიტანულმა BBC-მ. ჟურნალისტებმა შეადარეს ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებისა და ადამიანების ფიზიკური შესაძლებლობები და იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ცხოველები ოლიმპიადის უმეტეს სახეობაში ოქროს მედლებს მიიღებდნენ.

ჩვეულებრივი კურდღელი 100 მეტრზე სპრინტის მეფეს უსაინ ბოლტს მთელი ოთხი წამით გაასწრებდა. ძალოსნობაში ბადალი არ ჰყავთ ჭიანჭველებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ წონაზე 50-ჯერ მეტი სიმძიმის აწევა, იმ დროს, როცა ადამიანების შემთხვევაში ეს რიცხვი მხოლოდ 1.8-ს შეადგენს.

ციყვს შეუძლია ექვსმეტრიანი ნახტომის შესრულება, რაც ადამიანის 56-მეტრიანი ნახტომის ექვივალენტია.

ოქროს კარგი შანსი ექნებოდათ რწყილებს, რადგან ისინი ერთი ნახტომით
იპყრობენ მანძილს, რომელიც ადამიანისთვის თითქმის 400 მეტრი იქნებოდა.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცხოველები დოპინგზე არასოდეს შეუმოწმებიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული