საღამოს ტრიუმფატორი გახდა "მაიამი ჰიტის" კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც სამი ჯილდო მოიპოვა - "წლის სპორტსმენი", "წლის ჩემპიონი" და "NBA-ს საუკეთესო მოთამაშე". ამასთან, "მაიამი" "წლის გუნდი" გახდა.
"წლის პროგრესის" ჯილდო მოიპოვა "ნიუ იორკის" კალათბურთელმა ჯერემი ლინმა.
"წლის საუკეთესო ჩოგბურთელებად" დასახელდნენ - მამაკაცებში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ქალებში რუსი მარია შარაპოვა.
"ყველაზე მოულოდნელ გამარჯვებად" აღიარეს სტენლის თასზე "ლოს ანჯელეს კინგზის" ტრიუმფი, ხოლო ამ გუნდის მეკარე ჯონათან კუიკი "NHL-ის საუკეთესო მოთამაშედ"
"საუკეთესო უცხოელი სპორტსმენი" გახდა "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი.
"წლის საუკეთესო მოკრივისთვის" განკუთვნილი პრიზი ერგო ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს.
"ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) საუკეთესო მოთამაშეა" "ლოს ანჯელეს გალაქსის" ინგლისელი ლეგიონერი დევიდ ბექჰემი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"