კვიპროსელი კალათბურთელის მოკითხვა - თემურ ქეცბაიას ჩვენთან ყველა სცნობს

AutoSharing Option
ქალაქ ვალმიერაში ლატვია-კვიპროსის საკალათბურთო ნაკრებების სპარინგ-მატჩების შემდეგ (ორივე მოიგო ლატვიამ 71:47 და 78:61) ჩვენთან დარბაზში კვიპროსის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე პანაგიოტის ტრიზოკასი მოვიდა.

წაიკითხა რა ახლო მანძილიდან ჩვენს მაისურსა და პლაკატზე "ჯორჯია, სოხუმი", შეგვძახა: "ოო, ჯორჯია, ჯორჯია! თქვენ საქართველოდან ხართ?" პასუხის შემდეგ გვითხრა, რომ კვიპროსში ღრმა პატივისცემით უყვართ თემურ ქეცბაია, რომ ამ ქვეყანაში არ დაიარება ადამიანი, ვინც არ იცნობს ქეცბაიას.

მან კეთილი გულით
და სიყვარულით საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და თემურ ქეცბაიას წარმატებები უსურვა.

ცხადია, გაგვიხარდა ასეთი გულთბილი დამოკიდებულება საქართველოსადმი, გავესაუბრეთ და მასთან ერთად ეს სამახსოვრო სურათიც გადავიღეთ.

თენგიზ პაჭკორია
ლატვიიდან
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული