ქართველ ძალოსნებს კვარცხლბეკი გვერდზე დარჩათ...

AutoSharing Option
ანტალიაში დამთავრდა ძალოსანთა 78-ე მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 7 ათლეტი მონაწილეობდა. ეს იყო სალიცენზიო შეჯიბრება, ამდენად თურქეთის საკურორტო ქალაქს უძლიერესი სპორტსმენები ეწვივნენ. მათთან პაექრობაში ჩვენებურებმა კვარცხლბეკთან მიახლოებაც ვერ შეძლეს.

85 კილოგრამ წონით კატეგორიაში რაულ ცირეკიძეს ორჭიდის ჯამში 341 კილოგრამით (156+185) მე-17 ადგილი ერგო: 94 კილოში ცდიდნენ ძალებს ვაჟა ღონღაძე და თემურ ჩხეიძე, რომლებიც 358 (168+190) და 330 (150+180) კილოგრამით, შესაბამისად, 21-ე და 35-ე ადგილებს დასჯერდნენ. ამ წონაში გამოდიოდა საქართველოს ყოფილი მოქალაქე არსენ კასაბიევი. პოლონეთის დროშის ქვეშ იგი მე-5 ადგილით (175+215=390)
დაკმაყოფილდა.

ანტალიაში ჩვენებურთაგან სხვებზე უკეთ ისპარეზა გია მაჭავარიანმა (105), რომელმაც ორჭიდში 390 კილოს მოუყარა თავი (180+210) და მერვე ადგილი ხვდა. ამავე წონაში 30 კილოთი ნაკლები ასწია თეიმურაზ გოგიამ (165+195), რომელიც 21-ე იყო.

მძიმე წონაში ქართველთაგან ორი სპორტსმენი გავიდა ფიცარნაგზე. 17 წლის ლაშა ტალახაძემ, რომელსაც დიდებში დებიუტი ჰქონდა, 162 კილო აიტაცა, აკვრაში კი საწყისი წონა ვერ დაძლია და შეჯიბრებას გამოეთიშა. რაც შეეხება ირაკლი თურმანიძეს, მან 400 კილოგრმით (185+215) მე-12 ადგილი კი დაიკავა. ჩემპიონატის ირანელ გამარჯვებულ ბეჰდად სალიმიკორდასიაბის იგი მთელი 53 კილოთი ჩამორჩა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 1 /
касабиеви чемпиони гахда 392 кг. (176+216). 390 кг ки ара ме-5, арамед ме-2 адгилс моутанда. 390 кг ме-2 адгили азербаиджанелма даикава. сад арис нетав меоре оси дзалосани кузилови?
garlik
10:34 28-09-2010
0

სიახლეები პოპულარული