წესების გარეშე მებრძოლმა ქალმა მეტოქე ნოკაუტში 5 წამში ჩააგდო [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
22 წლის ამერიკელი მებრძოლი ვერონიკა როტენჰოსლერი ქალთა წესების გარეშე ბრძოლებში ბრწყინვალე კარიერას იკეთებს.

MMA-ს ამომავალმა ვარსკლავმა ბოლო ბრძოლის დროს მეტოქე შეხვედრის დაწყებიდან 5 წამში ნოკაუტში ჩააგდო.

თურმე როტენჰოსლერი ძალიან გაბრაზდა, როცა მისმა მეტოქემ ტრადიციული მისალმების დროს მას ხელი არ გაუწოდა.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის მებრძოლმა რინგზე სამი შეხვედრა გამართა და სამივე მოიგო.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვაკეთებ იმას, რაც ვისწავლე", - განაცხადა როტენჰოსლერმა ბრძოლის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული