რეიტინგის ავტორებმა განაცხადეს, რომ სიის შედგენა ძალიან გაუჭირდათ, რადგან ოლიმპიადაზე ბევრი სექსუალური სპორტსმენი იქნება.
ამ რეიტინგში მოხვდნენ:
ლერინ ფრანკო - შუბის მტყორცნელი, მოდელი და ყოფილი "მის პარაგვაი".
ფრანჩესკა პიჩინინი - 33 წლის იტალიელი ფრენბურთელი.
სტეფან რაისი - ავსტრალიელი მოცურავე.
ჯესიკა ენისი - დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, მძლეოსანი.
ელენა ისინბაევა - რუსეთის წარმომადგენელი ჭოკით ხტომაში.
ვიქტორია პენლდტონი - 31 წლის ბრიტანელი ველომრბოლი.
ანა ივანოვიჩი - სერბი
კაროლინა ვოზნიაცკი - დანიელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
მელანი ადამსი - ავსტრალიელი ჭოკით მხტომელი.
მისტი მეი-ტრეინორი - ამერიკელი პლაჟის ფრენბურთელი.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ბევრი მომხიბვლელი და სექსუალური სპორტსმენი ქალი არ შეიყვანეს. გამოცემა Bleacherreport.com-მა "მის ოლიმპიადის" წოდება სულაც ხორვატიის საკალათბურთო ნაკრების მოთამაშეს, ანტონია მისურას მიანიჭა.
როგორც ჩანს, ბევრს მიავიწყდა ულამაზესი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე რუსეთის მედროშე იქნება.