მიშელ ობამამ დევიდ ბექჰემთან ერთად ფეხბურთი ითამაშა [+VIDEO]

AutoSharing Option
აშშ-ს პირველი ლედი მიშელ ობამა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფება.

პრეზიდენტის მეუღლემ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისი კამპანიის "Let's Move" (მოდი, ვიმოძრაოთ) ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ამერიკელი და ინგლისელი ათლეტების შეხვედრას და მასში ათასამდე მოხალისემ მიიღო მონაწილეობა.

პირველმა ლედიმ და დევიდ ბექჰემმა გოლები უჩვეულო მეკარეს, ბავშვების საყვარელ მულტიპლიკაციურ გმირს - "სპანჯბობს" გაუტანეს (იხილეთ ვიდეო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული