ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, "შიშველი ოლიმპიადა" 2-12 აგვისტოს გაიმართება.
ამ უცნაურ შეჯიბრში მონაწილეობის შესაძლებლობა არა მხოლოდ Broadlands-ის წევრებს, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ნუდისტსა და ნატურალისტს ექნება.
ასოციაცია Broadlands-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე "შიშველი ოლიმპიადა" ახალგაზრდა ბრიტანელი ნატურალისტების ოლიმპიური ღონისძიების სახელით არის მოხსენიებული, თუმცა მასში მონაწილეობას, ძირითადად, ასაკოვანი ნუდისტები მიიღებენ.
ღონისძიების ორგანიზატორები მონაწილეებსა და მაყურებლებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდებიან. პირველად "შიშველი ოლიმპიური თამაშები" შვეიცარიაში 1939 წელს გაიმართა. იმ დროს შვეიცარია მსოფლიო ნუდიზმის ცენტრად მიიჩნეოდა.
ambebi.ge