ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადას ლეგენდარული Pink Floyd დახურავს

AutoSharing Option
ბრიტანელმა შემსრულებელმა ედ შირანმა განაცხადა, რომ ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე, რომელიც 12 აგვისტოს გაიმართება, ჯგუფ Pink Floyd-თან ერთად გამოვა.

ადრე შირანმა უკვე გადაუკრა სიტყვა ჟურნალისტებს, რომ ოლიმპიადის დახურვაზე ძალიან ცნობილ ბრიტანულ ჯგუფთან დუეტში იმღერებდა. ამასთან დაკავშირებით პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ მუსიკოსი The Who-სთან ერთად გამოვიდოდა.

თუმცა ამჯერად დააზუსტა, რომ სწორედ Pink Floyd-თან ერთად იმღერებს. ლეგენდარულ კოლექტივთან ერთად შირანი კომპოზიცია "Wish You Were Here"-ს შეასრულებს, ჯგუფის 1975 წლის იმავე სახელწოდების ალბომიდან.

შირანის თქმით, მასთან ერთად სცენაზე Pink Floyd-ის ცოცხლად
დარჩენილი სამი წევრიდან ერთი - დრამერი ნიკ მეისონი აუცილებლად წარსდგება.

მოსალოდნელია, რომ შირანის და Pink Floyd-ის გარდა, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე, რომელზეც აქცენტი, ძირითადად, ბრიტანულ მუსიკაზე იქნება გაკეთებული, ჯგუფები: Muse, Take That, The Who და სხვა შემსრულებლებიც გამოვლენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
პინკ ფლოიდის სამი წევრია ცოცხალი, ცნობისთვის.
pirkusha
01:11 03-08-2012
0
ცოცხლად დარჩენილი ორი წევრი რომელი ბარეტი და რაიტი?
diamond
09:18 10-08-2012
0

სიახლეები პოპულარული