ლონდონის მერი ატრაქციონის გამოცდისას ბაგირზე ათი წუთით გაიჭედა [+VIDEO]

AutoSharing Option
2012 წლის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას ინგლისის დროშებით ხელში, ლონდონის მერი ბორის ჯონსონი ათასობით ინგლისელისა და ტურისტის თვალწინ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

აღმოსავლეთ ლონდონში, ვიქტორიას პარკში, საბაგირო გზის გამოცდის დროს, ექსტრემალური დაშვებისას ქალაქის ხელმძღვანელი ბაგირზე გაიჭედა (იხილეთ ვიდეო).

ექსტრემალი ჯონსონი 320 მეტრის სიგრძის ბაგირზე ეშვებოდა, როცა შუა გზაში გაიჭედა და ასეთ მდგომარეობაში თითქმის ათი წუთი გაატარა, სანამ ირგვლივ შეკრებილი ცნობისმოყვარენი მის უცნაურ პოზას კამერებით აფიქსირებდნენ.

ჯონსონი არც ამ შემთხვევაში დაიბნა და დამსწრე საზოგადოებას ენამახვილობით ართობდა. ბაგირიდან "ჩამოხსნის" შემდეგ კი მსგავსი ექსტრემის შეგრძნება
ყველას უსურვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული