ავღანეთიდან ბარაკებში

AutoSharing Option
იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ზრუნავენ, ბრიტანეთის დედაქალაქში სპარტანულ პირობებში უწევთ ცხოვრება.

დაახლოებით ორი ათას ჯარისკაცს სამუშაო დღის შემდეგ ლეიბებზე უწევს ძილი დახუთულ, პატარა და ცუდად განათებულ მიწისქვეშა პარკინგებზე, რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ქვემოთ მდებარეობს.

პირველი სამეფო პოლკის მოსამსახურეები ღირსეულად უძლებენ არაკომფორტულ პირობებს. "ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაყები ვართ იმით, რომ ოლიმპიურ მოვლენებში ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მიწისქვეშ ცხოვრება მაინც მეტისმეტია", - განუცხადა The Daily Mail-ს ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ.

ბოლო დღეებში ოლიმპიადაზე უსაფრთხოების დაცვისთვის დამატებით 18 ათასი ჯარისკაცი გამოიყვანეს.

ბევრი მათგანი ავღანეთში ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ დაბრუნდა შინ, მაგრამ იძულებული გახდა, ოლიმპიადის დასრულებამდე გადაედო შვებულება და ეზრუნა სტუმრებისა და სპორტსმენების უსაფრთხოებაზე.

სხვათა შორის, ლონდონის თამაშებზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები პოლონელი ჟურნალისტების ირონიის საგანი გახდა.

ისინი აღნიშნავენ, რომ ყველა სპორტული რეკორდი დაიჩრდილა იმ სიფრთხილის ზომებთან, რომლებსაც ბრიტანელები იცავენ ოლიმპიადის მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის.

ყველაზე შორს გაზეთი Rzeczpospolita წავიდა: "პირველ დღეებში ოლიმპიადის მასპინძლები ცდილობდნენ გამოეცნოთ, ვინ მოუტანდა ბრიტანეთს პირველ მედალს. სინამდვილეში, მათ უკვე მოგებული ჰქონდათ მედალი, თანაც თამაშების სტარტამდე. ბრიტანელები ოლიმპიური ჩემპიონები არიან სიფრთხილეში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული