გერმანული პრესის მონაცემებით, ის აიძულეს დაეტოვებინა ოლიმპიური სოფელი, რადგან ცნობილი გახდა მისი ურთიერთობის შესახებ მემარჯვენე ექსტრემალთან მიხაელ ფიშერთან.
გარდა ამისა, სპორტსმენი "როსტოკის ნაციონალ-სოციალისტების" საზოგადოებაში შედის.
ლონდონის ოლიმპიადაზე გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი მიხაელ ფესპერი მიესალმა სპორტსმენის გადაწყვეტილებას, საკუთარი ნებით დაეტოვებინა ოლიმპიადა. ამასთან, გერმანიის ოფიციალური ოლიმპიური სპორტული კონფედერაცია არ ასახელებს გამგზავრების მიზეზებს.
დრაგილა მონაწილეობდა ქალების რვაადგილიანი ნავებით შეჯიბრში.
23 წლის დრაგილა კარიერას პოლიციაში იწყებდა, მაგრამ 2011 წელს დატოვა სამსახური. გამორიცხული არ
* * *
ავსტრალიის ოლიმპიური ნაკრების წევრი ჯოშ ბუსი ლონდონის პოლიციამ დააკავა. ამ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე მან მონაწილეობა მიიღო აკადემიურ ნიჩბოსნობაში რვაადგილიანი ნავებით ფინალში, რომელშიც ავსტრალიურმა ეკიპაჟმა მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა.
ინციდენტი მოხდა პატარა ქალაქ ეგჰემში, ნიჩბოსნობის არენასთან ახლოს. სპორტსმენი ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, როცა მაღაზიის შუშა გატეხა. ამის შემდეგ მან გონება დაკარგა და იატაკზე თავი დაარტყა.
ლონდონელმა პოლიციელებმა ბუსი დააკავეს და საავადმყოფოში გააგზავნეს, სადაც ის გონზე მოიყვანეს. ნიჩბოსანს ოფიციალურად ბრალი არ წაუყენეს და ოლიმპიურ სოფელში გაუშვეს.
"პოლიციისგან ღამის სამ საათზე მივიღეთ ზარი, - ამბობს ავსტრალიის ნაკრების ლიდერი ნიკ გრინი. – მათ მითხრეს, რომ გადაწყვეტილებას სასჯელის შესახებ მოგვიანებით მიიღებენ, როცა მეტი ინფორმაცია ექნებათ".
21 წლის ბუსისთვის ეს იყო პირველი ოლიმპიადა კარიერაში.
* * *
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აკრედიტაცია ჩამოართვა რუს ჟურნალისტს ანდრეი მიტკოვს.
მიტკოვი ბრიტანეთის პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ჟურნალისტს კონფლიქტი მოუვიდა მოხალისესთან - შავკანიან გოგონასთან, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფეხმძიმედ იყო. მიტკოვი ExCel Centre-ის არენაზე ჟურნალისტებისთვის აკრძალულ ზონაში მოხვედრას ცდილობდა და ხელს ჰკრა გოგონას, რომელიც რუსს ზონაში არ უშვებდა.
"საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აცნობა რუსეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს იმის შესახებ, რომ რუს ჟურნალისტს უნდა ჩამოერთვას ოლიმპიური აკრედიტაცია", - განაცხადა რუსული დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა.
მიტკოვი ჯერ პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და შემდეგ გაანთავისუფლეს. ჟურნალისტმა უკვე დატოვა ლონდონი, რადგან აკრედიტაციის გაუქმება ბრიტანული ვიზის მომენტალურად შეწყვეტას ნიშნავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"