უსეინ ბოლტი "მანჩესტერ იუნაიტედში" გასინჯვას ითხოვს

AutoSharing Option
იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა განაცხადა, რომ ძალების გამოცდას ფეხბურთში, კერძოდ კი, "მანჩესტერ იუნაიტედში" ისურვებდა.

ბოლტი ლონდონის ოლიმპიადაზე 100 მეტრ დისტანციაზე გარბენში ჩემპიონი გახდა.

სპრინტერი ამბობს, რომ მისი ნათქვამი შესაძლოა ბევრმა ხუმრობად მიიჩნიოს, მაგრამ თუ მისით "ალისფერი ეშმაკების" თავკაცი მართლაც დაინტერესდება, დაურეკავს და გუნდში მიიწვევს, მას არამხოლოდ სწრაფი სირბილით გააოცებს.

ალექს ფერგიუსონს ჯერჯერობით მძლეოსანის სიტყვებზე რეაქცია არ გამოუხატავს. თუმცა "მანჩესტერის" წარმომადგენელმა, რომელსაც The sun-ის ჟურნალისტები დაუკავშირდნენ, განაცხადა, ბოლტს გუნდის თამაშის ტემპის მნიშვნელოვნად გაძლიერება მართლაც შეუძლიაო.

ათლეტი და საფეხბურთო გუნდის თავკაცი ერთმანეთს
უკვე იცნობენ - რამდენიმე წლის წინ ბოლტი მანჩესტერში ჩავიდა და ქალაქის გარბენში მიიღო მონაწილეობა. ამ ვიზიტის დროს ის სერ ალექსსაც გაეცნო.

ლონდონის ოლიმპიადაზე უსეინ ბოლტმა მედალი ოლიმპიური რეკორდით მოიგო. იამაიკელმა სპორტსმენმა ასმეტრიანი დისტანცია 9.63 წამში დაძლია. 7 აგვისტოს ის 200 მეტრზე საკვალიფიკაციო გარბენში მიიღებს მონაწილეობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული