ალექსანდრ ლუკაშენკო: სპორტი ბინძური და კორუმპირებულია

AutoSharing Option
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ თავისი ქვეყნის სპორტულ ჩინოვნიკებთან ოლიმპიური შედეგების შეჯამების დროს, სერიოზული გარჩევები ექნება.

პრეზიდენტის თქმით, ბელარუსები, ისევე როგორც რუსები, ჯერჯერობით სამარცხვინოდ გამოდიან ოლიმპიადაზე.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსმა სპორტსმენებმა საკმაოდ ბევრი მედალი მოიპოვეს, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც თავად სურდათ. იგივე ითქმის ბელარუს სპორტსმენებზეც, - ამბობს პრეზიდენტი.

ბელარუსის პირველმა პირმა ისიც დაამატა, რომ ელიტური სპორტი თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია. ლუკაშენკოს სიტყვებით, ოლიმპიური შეჯიბრებების მსაჯები "ფულს იღებენ და გამარჯვებას ანიჭებენ იმას, ვინც მეტი გადაიხადა".

ლუკაშენკოს აღშფოთება გამოიწვია ისტორიამ ბელარუსი მძლეოსნის
ივან ტიხონის დისკვალიფიკაციაზე. უროს მტყორცნელი არ დაუშვეს ლონდონის თამაშებზე 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე აღებული დოპინგ-სინჯის გამო. ლუკაშენკო ამბობს: "მოიშორეს ტიხონი და გზა გაუნთავისუფლეს ოქროსკენ უნგრელ უროს მტყორცნელს კრისტიას პარშს".

"აი, ასეთია დღევანდელი სპორტი - ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სიბინძურე და კორუპცია ყველა მიმართულებით, სადაც კი ეს შესაძლებელია", - ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი.

2012 წლის თამაშებზე ბელარუსის ნაკრებს მოგებული აქვს სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული