ავსტრია, სავარაუდოდ, მედლის გარეშე დარჩება ლონდონის ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
ავსტრია გადახედავს ქვეყანაში სპორტის დაფინანსებას, რათა აღარ ჩაიყვანოს ოლიმპიადაზე "ტურისტები".

ამის შესახებ, ადგილობრივ გაზეთ Kurier-თან ინტერვიუში განაცხადა ქვეყნის თავდაცვისა და სპორტის მინისტრმა ნორბერტ დარაბოსმა.

ასეთი რეაქცია ჰქონდა ჩინოვნიკს იმაზე, რომ ავსტრია, სავარაუდოდ, მედლის გარეშე დარჩება ლონდონის ოლიმპიადაზე. ასეთი რამ 1964 წლის შემდეგ არ მომხდარა.

სულ ავსტრიამ ბრიტანეთის დედაქალაქში 70 სპორტსმენი ჩაიყვანა. ისინი სპორტის 21 სახეობაში იღებდნენ მონაწილეობას. ვერც ერთმა მათგანმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო. შედარებისთვის, პეკინში ავსტრიის ოლიმპიურ გუნდს ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ჰქონდა.

ნორბერტ დარაბოსის თქმით, ამიერიდან სპორტის
დაფინანსება არ უნდა გადანაწილდეს ყველა სახეობაზე თანაბრად. სახელმწიფო იმ დისციპლინებზე გააკეთებს აქცენტს, რომლებშიც ათლეტები კარგ შედეგებს აჩვენებენ.

ავსტრიაში, ტრადიციულად, უფრო მეტად განვითარებულია ზამთრის სახეობები. 2010 წელს, ვანკუვერის ოლიმპიადაზე ამ ქვეყნის სპორტსმენებმა 16 მედალი აიღეს, მათ შორის, ოთხი ოქროსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული