გრანდიოზული შოუ და ულამაზესი ფეიერვერკი - ლონდონის ოლიმპიადა დასრულდა [+VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა დასრულდა. მოპოვებული მედლების რაოდენობითა და სინჯით პირველი ადგილი აშშ-მა დაიკავა.

ამერიკელებმა ჯამში 104 მედალი მოიპოვეს, აქედან 46 ოქრო და 29-29 ვერცხლი-ბრინჯაოა. მეორე პოზიცია დაიკავა ჩინეთის დელეგაციამ, რომელსაც სულ 87 მედალი აქვს, საიდანაც 38 ოქროა.

მესამე ადგილი ოლიმპიადის მასპინძელ დიდ ბრიტანეთს ერგო; მეოთხე პოზიცია 82 მედლით - რუსეთს; საუკეთესო ხუთეული კი სამხრეთ კორეამ შეკრა, რომლის ანგარიშზე 28 მედალია, საიდანაც 13 ოქროა.

რაც შეეხება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას, ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 7 მედალი აიღეს.

ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია 12
აგვისტოს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიმართა (იხილეთ ვიდეო).

90-იან წლებში პოპულარული ბრიტანული ჯგუფის გრანდიოზული დაბრუნება ლონდონის ზაფხულის 2012 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალის მთავარ მოვლენად იქცა.

ჯგუფმა გამოსვლა თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტით, Wannabe-თი დაიწყო. ვიქტორია ბექჰემი, ჯერი ჰოლიველი, მელ ბი, მელ სი და ემა ბანტონი - გოგონებმა სცენაზე ისეთივე ცეცხლი დაანთეს, როგორც ამას წლების წინ, მათი ყოველი გამოსვლის დროს აკეთებდნენ (იხილეთ ვიდეო).

აუდიტორია მონატრებულ ჰიტებს სიმღერითა და ცეკვით აჰყვა. მათ შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და ლონდონის მერი ბორის ჯონსონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული