მოტოციკლით სისწრაფის რეკორდი დაემხო

AutoSharing Option
იუტას შტატში, ბონევილის დამშრალი ტბის ფსკერზე, გაიმართა ფესტივალი - Speed Week 2012. იქ დაემხო მოტოციკლით სისწრაფის რეკორდი, რომელიც 30 წელი იყო ძალაში.

ენთუზიასტების ჯგუფმა, რომელმაც ტრასაზე Manxman-ის მოტოციკლი (500 კუბური სანტიმეტრი) გამოიყვანა, დაუჯერებელ შედეგებს მიაღწია. ორი ცდის ჯამში მათ დააფიქსირეს საათში 302,56 კილომეტრი საშუალო სიჩქარე, რაც 1982 წელს დამყარებულ რეკორდზე 19,31 კმ/სთ-ით მეტი იყო.

რეკორდის ავტორი გახდა რიჩარდ ბარქსი, რომელმაც ამისთვის სპეციალურად შექმნილი მოტოციკლი გამოიყენა. თუმცა გუნდის წევრების თქმით, ისინი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ და სპეციალური სარბოლო მახასიათებლების გამოყენებით აპირებენ
მიაღწიონ საათში 200 მილის (321,87 კმ/სთ) მაჩვენებელს.

ახალი რეკორდის დასამყარებლად მათ კიდევ ორი დღე აქვთ - სწორედ ამდენია დარჩენილი ფესტივალის დასრულებამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული