2. კალათბურთი. ევრობასკეტ 2013-ის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველო სტუმრად ეთამაშა რუმინეთს და 91:74 დაამარცხა.
3. ჩოგბურთი. ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში ანა ტატიშვილმა ითამაშა, სადაც ბელორუს ვიქტორია აზარენკასთან წააგო - 2:6, 2:6.
4-5. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ტაილანდში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს თორნიკე ძამაშვილმა (74 კგ) და შოთა გოგისვანიძემ (120), ბრინჯაოს მედალი იაკობ ქაჯაიამ (96) მოიპოვა.
5. კალათბურთი. ევრობასკეტ 2013-ის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველო შინ ბოსნიასთან დამარცხდა - 103:107.
7. ფეხბურთი. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ნაკრებმა გამარჯვებით
8. კალათბურთი. ევრობასკეტ-2013-ის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველომ სტუმრად დაამარცხა ლატვია 73:70 და ფინალური ეტაპის საგზური ნაადრევად მოიპოვა.
8-9. თავისუფალი ჭიდაობა. ტაილანდში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ლაშა ტალახაძემ (55 კგ) და კონსტანტინე ხაბალაშვილმა (66), ბრინჯაო კი - ჯუმბერ ყველაშვილმა (74) და გენო პეტრიაშვილმა (120).
10. ჭადრაკი. ქართველებმა წარუმატებლად იასპარეზეს საჭადრაკო ოლიმპიადაზე (ქალები - მე-8, ვაჟები - 36-ე). პირველ დაფაზე მცირე ვერცხლი აიღო ნანა ძაგნიძემ, სათადარიგო დაფაზე მცირე ბრინჯაო კოკა შანავას ხვდა.
10-17. მკლავჭიდი. ბრაზილიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. გენადი კვიკვინიამ (110 კგ) მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა როგორც ცაციებში, ისე მემარჯვენეებში.
11. კალათბურთი. ევრობასკეტ 2013-ის ბოლო შესარჩევ მატჩში საქართველომ ჰოლანდია 97:89 დაამარცხა და საბოლოოდ ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა.
11. ფეხბურთი. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველომ ესპანეთს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
13. ძიუდო. ეროვნულ ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე უხელმძღვანელებს.
14-16. წყალბურთი. გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი, თბილისის "ლიგამუსმა" ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
15. ჩოგბურთი. თბილისის საერთაშორისო ტურნირი (15 ათასი დოლარი) ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო.
21. სუმო. კარიერა დაასრულა ლევან ცაგურიამ (კოკაი).
21-23. ძიუდო. ხორვატიაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ჩემპიონი გახდა ლევან მატიაშვილი (მძიმე წონა), ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ლერი ჭელიძემ (55 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (60), ფრიდონ გიგანმა (73) და ბექა ღვინიაშვილმა (81). ბრინჯაოს მედალი ლევან გუგავამ (73) და გურამ თუშიშვილმა (100) მოიგეს.
21-23. თავისუფალი ჭიდაობა. ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" ჩემპიონები ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ), გიორგი საკანდელიძე (120) გახდნენ.
24-29. ჩოგბურთი. თელავში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"