იაპონელებმა უნიტაზი გამოიგონეს, რომელიც პენალტს იგერიებს [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
რობოტების იაპონელმა კონსტრუქტორებმა კიდევ ერთხელ გააოცეს მსოფლიო აბსოლუტურად უსარგებლო, მაგრამ სასაცილო გამოგონებით. ამჯერად თავიანთი ინტელექტუალური პოტენციალი მათ უნიტაზის შექმნას მოახმარეს, რომელსაც საფეხბურთო მატჩის დროს კარში გოლკიპერის ადგილის დაკავება წარმატებით შეუძლია, განსაკუთრებით კი 11-მეტრიანის დროს.

უნიტაზ Super Great Toiler Keep-ის უნიკალური შესაძლებლობები თვით იაპონური ფეხბურთის ვარსკვლავმა ტაცუხიკო კუბომ შეამოწმა და აღტაცებული დარჩა.

უნიტაზი, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია და ის მოძრაობაზე რეაგირების სენსორებითა და მინი-კომპიუტერითაა აღჭურვილი, რაც ბურთის ფრენის ტრაექტორიას წამის მეათედ დროში აფიქსირებს. უნიტაზი თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, დარტყმის მოსაგერიებლად კი
თავის ბურთს იყენებს, რომელსაც დარტყმული ბურთის მიმართულებით ტყორცნის და მას გზას უჭრის.

ამ უჩვეულო გამოგონებაზე ერთნაირი სახელწოდების ორი იაპონური კომპანია მუშაობდა. პირველი მათგანი საპირფარეშოს აღჭურვილობის მწარმოებელი "ტოტოა", მეორე კი - სპორტული ლატარიის კომპანია "ტოტო".

ვერ გეტყვით, რა კავშირშია, მაგრამ როგორც ირკვევა, პროექტის ავტორებს ამით სურთ, საზოგადოებას აჩვენონ, რაოდენ რუდუნებით ზრუნავენ გარემოს დაცვაზე...

კომენტარი ალბათ ზედმეტია, აი, სარეკლამო კლიპის ნახვას კი ნამდვილად გირჩევთ - კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული