კრიშტიანო რონალდო წლის ყველაზე სექსუალური სპორტსმენი მამაკაცია

AutoSharing Option
ცნობილ რუს სუპერმოდელს ირინა შეიკს შეუძლია იამაყოს თავისი საქმროთი: ჟურნალმა People-მა მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ამ წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაც სპორტსმენად აღიარა.

კრიშტიანოს კანდიდატურის სასარგებლოდ იმანაც ითამაშა როლი, რომ პორტუგალიელი ძალიან პოპულარულია - Facebook-ის სოციალურ ქსელში მისი გვერდი 50 ათას თაყვანისმცემელს ითვლის, ხოლო Twitter-ზე ანალოგიური რიცხვი 3 ათასს უტოლდება. ამასთან, მიმდინარე წელს რონალდომ 46 გოლი გაიტანა და მხოლოდ შეუდარებელ ლიონელ მესის ჩამორჩება.

მომხიბვლელი მამაკაცების სიაში მხოლოდ ფეხბურთელები არ არიან. აქ წარმოდგენილია ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ვიქტორ კრუსი,
რომელიც "ცეცხლოვან" ლათინოამერიკულ ცეკვებს ასრულებს ყოველი თაჩდაუნის შემდეგ. აქვეა 23 წლის მოცურავე ნათან ედრიენი, რომლის აქტივში ლონდონის ორი ოლიმპიური ოქროა.

People-ის ვერსიით, ყველაზე სექსუალური მამაკაცების სია ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი)
2. ვიქტორ კრუსი (ამერიკული ფეხბურთი)
3. ნათან ედრიენი (ცურვა)
4. ჰენრიკ ლუნდკვისტი (ჰოკეი)
5. ადამ სკოტი (გოლფი)
6. ტიმ ტიბოუ (ამერიკული ფეხბურთი)
7. ენდი მიურეი (ჩოგბურთი)
8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი)
9. რაიან ლოხტე (ცურვა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული