ქალებს შორის ზედიზედ მეორედ წლის ათლეტი გახდა ბიატლონისტი მაგდალენა ნოიერი. გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა ჩოგბურთელი ანჟელიკ კერბერი, მესამეზე - მძლეოსანი ლილი შვარცკოფი.
წელს ნოიერმა მსოფლიოს თასი მოიგო და ამის შემდეგ გამოაცხადა აქტიური კარიერის დასრულების შესახებ. მაგდალენა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს 12-გზის ოქროსმედალოსანია. ასევე, მას სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს თასის "დიდი ბროლის გლობუსი".
კაცებს შორის წლის სპორტსმენი გახდა მძლეოსანი რობერტ ჰარტინგი, წლის გუნდად დასახელდა ნიჩბოსნობაში გერმანიის ნაკრები რვაადგილიანი ნავებით