TimeLine: მეკარე, რომელიც "ფეხის მოკვეთას" იმსახურებს

AutoSharing Option
ოთხშაბათს სპორტის სასახლიდან გამოსულს დიდი გუნდა მომხვდა. თურმე, არმიელები გუნდაობდნენ და ჩემს ქურთუკამდე ვლადიმერ ბოისას ნატყორცნმა მოაღწია.

კალათბურთელებთან მიზანში სროლაში გაჯიბრებას არავის ვურჩევ. იყო დრო, ბოისას ტყორცნების მსხვერპლნი ევროლიგის წამყვანი გუნდებიც გამხდარან.

იმავე დღეს დიდთოვლობამ გორში გასამართი მატჩი სამტრედიაში გადაიტანა. საკალათბურთო "დინამოს" ქომაგობდა საფეხბურთო "დინამოს"
ფან-კლუბი ("გლადიატორები"), რომელმაც "შსს-აკადემიასთან" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მეტი თუ არა, არანაკლები იყო "გლადიატორების" წვლილი საფეხბურთო გუნდ "მერანთან" მოგებაში - თურმე, "დინამოს" სტადიონი თოვლისგან სწორედ ფანებს გაუწმენდიათ.

მოკლედ, საქართველოში გვარიანად დაზამთრდა, თუმცა ჩვენ რას ვჩივით,
რუსულ გაზეთებში ბოლო დროს ხშირად წაიკითხავთ ასეთი შინაარსის სათაურებს: "ზენიტის" ქომაგები გუნდის მოსკოვურ მატჩს ვერ დაესწრნენ - მათი ავტობუსი დიდთოვლობამ შუა გზაში შეაფერხა; "დინამოების" შეხვედრა თოვლის გამო შეწყდა და ა.შ...

როგორც ჩანს, მოსკოვის "დინამოს" სტადიონი იმდენად დაითოვა, რომ ნარინჯისფერი ბურთი აღარ ჩანდა.

გამოგიტყდებით, პატარაობაში, ასეთი ბურთი პირველად რომ ვნახე, ვერ მივხვდი, რისთვის იყო: მაშინ ფეხბურთზე დავდიოდი, 2-3 თეთრი ბურთი გვქონდა (რომ კვერცხდებოდა, ისეთი). მწვრთნელმა ერთხელ ნარინჯისფერი ბურთი მოიტანა და გვითხრა - ეს მერე გამოგვადგებაო.

"კვერცხით" თამაში მოწყენილი გვქონდა და მოუთმენლად ველოდით, როდის გავიტანდით სტადიონზე ახალთახალ ნარინჯისფერ ბურთს.

დიდი ხანი მოგვიწია ლოდინი. კარგად რომ აცივდა და თოვლმა მოედანი გადაათეთრა, ფეხზე ცელოფნის გამძლე პარკები ამოვიცვით (ახლანდელი ერთჯერადები მაშინდელთან რა მოსატანია), მოვირგეთ კედები და სრიალ-სრიალით გავედით სტადიონზე. მწვრთნელმა ნარინჯისფერი ბურთი მოედანზე დაგვახვედრა.

კარგი იყო... ვისაც დათოვლილ მოედანზე ნარინჯისფერი ან წითელი ბურთით ფეხბურთი არ უთამაშია, ბევრი დაუკარგავს.

ორი კვირის წინათ შემოგთავაზეთ ფოტო, რომელშიც გიორგი ცინცაძე და ვიქტორ სანიკიძე რაგბის თამაშობენ. მათ სხვა სპორტიც ეხერხებათ - ფეხბურთს რომ გავყოლოდი, კარგი ცენტრფორვარდი ვიქნებოდიო, 2007 წელს ნახევრად ხუმრობით მითხრა ვიქტორმა.

გიორგი ცინცაძემ კი, რუსულ "ურალ გრეიტში" ახალი გადასული იყო, იქაურები რომ გააოცა: კალათბურთელები ორად გაიყვნენ და თოვლით გადათეთრებულ მოედანზე ფეხბურთი ითამაშეს.

ცინცაძის გუნდმა 11:7 გაიმარჯვა. 6 გოლი გიორგის ანგარიშზე იყო.

მაშ, არაო?
გა­სულ კვი­რას დი­დი ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია "ორ­ლან­დოს­თან" მატ­ჩ­ში ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას მი­ერ სა­კუ­თა­რი ნა­ხევ­რი­დან ჩაგ­დე­ბულ­მა სამ­ქუ­ლი­ან­მა.

VideoSportall.Ge
ზაზა ფაჩულიას შორეული სროლა ორლანდოსთან


ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მის მი­ერ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი შო­რე­უ­ლი ტყორ­ც­ნა ამე­რი­კა­ში გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ, მაგ­რამ მსა­ჯებ­მა ხე­ლე­ბი გა­ა­სავ­სა­ვეს - ბურ­თი არ ით­ვ­ლე­ბაო.

გა­მე­ო­რე­ბა­ზე არა­ერ­თხელ ვნა­ხეთ და სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, გარ­კ­ვე­ვით არ ჩანს, ტაბ­ლო­ზე წი­თე­ლი მა­ნამ აენ­თო, ვიდ­რე ზა­ზა ბურთს ხე­ლი­დან გა­უშ­ვებ­და, თუ - არა. თუმ­ცა ეკ­რან­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დრო­ის მი­ხედ­ვით, ბურ­თი უნ­და ჩათ­ვ­ლი­ლი­ყო.

აი, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფო­ტოც:

Sportall.Ge

გა­მომ­ყე­ვი, გო­გოვ...
კვი­რას იტა­ლი­ა­ში ვარ­ს­კ­ვ­ლავ­თა მატ­ჩი გა­ი­მარ­თა. გა­სულ სე­ზონ­ში ამ შო­უ­ში გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, უფ­რო ად­რე - ვი­ქტორ სა­ნი­კი­ძე. ამ­ჯე­რად "ოლ სტარ­მა" ქარ­თ­ვე­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა.

სა­ტა­იმ­ლა­ი­ნე ამ­ბა­ვი კი ჩა­ტენ­ვე­ბის კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას მოხ­და: ამე­რი­კელ კა­ლათ­ბურ­თელ დო­მი­ნიკ ჯე­იმსს ნერ­ვი­უ­ლო­ბა ეტყო­ბო­და. მი­ზეზს მა­შინ­ღა მივ­ხ­ვ­დით, მო­ე­დან­ზე ტან­მა­ღა­ლი ლა­მაზ­მა­ნი რომ გა­მო­ვი­და.

Sportall.Ge

ჯე­იმ­ს­მა ბურ­თი გვერ­დ­ზე გა­და­დო, და­ი­ჩო­ქა და შეყ­ვა­რე­ბულს თით­ზე სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი გა­უ­კე­თა.

ამ სა­ნა­ხა­ო­ბამ სავ­სე ტრი­ბუ­ნე­ბი აღაფ­რ­თო­ვა­ნა, თუმ­ცა უმალ და­ა­დუ­მა. სი­ჩუ­მემ 10-15 წამს გას­ტა­ნა - სწო­რედ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კოც­ნი­და ჯე­იმ­სი მო­მა­ვალ სა­ცო­ლეს.

...ლო­ყა­ზე არა.

VideoSportall.Ge
სიყვარულის ახსნა საკალთბურთო მოედანზე


სა­დაც წახ­ვალ, იქა­უ­რი...
ორი­ო­დე დღის წი­ნათ გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნი სლო­ვე­ნი­ის "ოლიმ­პი­ა­ში" ვი­ხი­ლოთ. მა­ნამ­დე მი­სი ყა­ზა­ნის "უნიქ­ს­ში" გა­დას­ვ­ლა­ზე და­ი­წე­რა.

მოკ­ლედ, ამ ზამ­თარს გი­ორ­გი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლი გუნ­დის ფორ­მას მო­ირ­გებს. ვიდ­რე ტრან­ს­ფე­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, ებ­რა­უ­ლი ქუ­დით იწო­ნებს თავს.

Sportall.Ge

კი­დევ ერთ ფო­ტოს გთა­ვა­ზობთ და თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, და­ი­ნა­ხავთ, რომ შერ­მა­დი­ნი სა­თა­და­რი­გო­თა სკა­მის უკან ზის. ზე­დი­ზედ ორ მატ­ჩ­ში მწვრთნე­ლი დე­ვიდ ბლა­ტი მას არ ენ­დო. სწო­რედ ამ დროს ჩა­მო­ირ­ბი­ნა თეთ­რ­მა კა­ტამ და...

Sportall.Ge

დარ­ტყ­მაც ასე­თი უნ­და...
და­თოვ­ლილ მინ­დორ­ზე მო­ცუ­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა­ცაა და ბურ­თის­თ­ვის ფე­ხის აცი­ლე­ბი­საც. მაგ­რამ მცხუნ­ვა­რე მზე­ში, მწვა­ნე მო­ე­დან­ზე ბრა­ზი­ლი­ელ­მა მე­კა­რე ევა­ნილ­დომ ისე­თი რამ ჩა­ი­დი­ნა, გა­სა­მარ­თ­ლე­ბელ სა­ბუ­თად თოვ­ლიც არ გა­მო­ად­გე­ბო­და.

მან ბურ­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი დარ­ტყ­მის­თ­ვის გა­ამ­ზა­და, გა­მო­იქ­ცა, და­არ­ტყა და იმის ნაც­ვ­ლად, მე­ტო­ქის ნა­ხევ­რის­კენ გა­ეშ­ვა, კუთხურ­ზე გა­და­აგ­დო.

ეს ყა­ტა­რის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მოხ­და.

VideoSportall.Ge
მეკარე, რომელიც ფეხის მოჭრას იმსახურებს


თა­ნა­გუნ­დე­ლი მყავ­და, რო­მელ­საც ერ­თი შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ პე­ნალ­ტი არ და­ურ­ტყამს. აი, რა შემ­თხ­ვე­ვა იყო: მი­სი დარ­ტყ­მუ­ლი 11-მეტ­რი­ა­ნის შემ­დეგ ბურ­თ­მა გვერ­დი­თი ხა­ზი გა­დაკ­ვე­თა (აუტ­ზე გა­ვი­და). ქუს­ლი მო­მიხ­ვ­დაო, - იმარ­თ­ლა თა­ვი.

რა­ღა­ცა­შია საქ­მე
21 დეკემბერს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მერ­ვედ­ფი­ნა­ლის წი­ლის­ყ­რა გა­ი­მარ­თა. "რე­ა­ლი" "მან­ჩეს­ტერს", ხო­ლო "ბარ­სე­ლო­ნა" "მი­ლანს" რომ შეხ­ვ­და, უცხო­უ­რი ფეხ­ბურ­თის გვერ­დ­ზე წა­ი­კითხავთ.

აქ კი ერთ ფო­ტოს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ და ქვე­მოთ მცი­რე გან­მარ­ტე­ბას გა­ვა­კე­თებთ.

Sportall.Ge

იცით, ეს ფო­ტო რო­დი­საა გა­და­ღე­ბუ­ლი? - 19 დე­კემ­ბერს, წი­ლის­ყ­რის წი­ნა დღეს. "სკაი სპორ­ტის" ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ვი­დე­ო­ფირ­ზე აღ­ბეჭ­და მზა­დე­ბის პრო­ცე­სი, რომ­ლის დრო­საც ტაბ­ლო­ზე გუნ­დე­ბი წი­ნას­წარ გა­ნა­ლა­გეს.

VideoSportall.Ge
უეფამ კენჭისყრა ჩააწყო?


გა­ვი­და ერ­თი დღე და წი­ლის­ყ­რი­სას გუნ­დე­ბი სწო­რედ ისე დაწყ­ვილ­და, რო­გორც წი­ნა დღეს ტაბ­ლო­ზე ეწე­რა!

რა­ღა მა­ი­ას კა­ლენ­და­რი და რა­ღა უეფა...

ოთხ­მოც­და...
გა­სუ­ლი კვი­რის "ტა­იმ­ლა­ინს" ასე­თი სა­თა­უ­რი ჰქონ­და: "ოთხ­მოც­და..." ლეო მე­სიმ ხომ აბ­სო­ლუ­ტუ­რი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა - ერთ კა­ლენ­და­რულ წე­ლი­წად­ში 86 გო­ლი გა­ი­ტა­ნა და ერ­თით გა­ას­წ­რო გერდ მი­უ­ლერს.

მას მე­რე "ბარ­სე­ლო­ნამ" ორი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და ლე­ომ კი­დევ ოთხი გა­ი­ტა­ნა. სადღე­ი­სოდ მის ან­გა­რიშ­ზე 90 გო­ლია.

ჰო­და, ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ბო­ლომ­დე შე­ე­სატყ­ვი­სე­ბა უცხო­ურ პრე­სა­ში და­ბეჭ­დი­ლი კა­რი­კა­ტუ­რა, სა­ხელ­წო­დე­ბით "მე­ფე ლი­ო­ნე­ლი".

Sportall.Ge

ჩამოთოვა... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ნაამუშევარია.მადლობა ავტორს.
რეზო ხარაგაულელი
14:07 21-12-2012
0
კარგია,უფრო მეტი ასეთი საინტერესო სანახაობები.
giorgi
18:19 21-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული