Time Line: აბა, რუკაზე ვინ მიპოვის რუსეთს?

AutoSharing Option
ბრივეტ! - ასე გვესალმება "ბრუკლინ ნეთსის" კალათბურთელი მარშონ ბრუკსი, რომელმაც თორნიკე შენგელიასა და სხვა თანაგუნდელებთან ერთად სახალისო პროექტში მიიღო მონაწილეობა.

ჟურნალისტი ბრუკლინელებს რუსეთის შესახებ ეკითხებოდა (შეგახსენებთ, რომ გუნდის მფლობელი რუსი მიხაილ პროხოროვია).

პირველი კითხვა ასე ჟღერდა:

- როგორ ესალმებიან რუსულ ენაზე?

მარშონ ბრუკსმა, რეჯი ევანსმა და ბრუკ ლოპესმა მხრები აიჩეჩეს.

- პრივეტ!

ევანსი: - What?

ბრუკსი: - ბრივეტ. იოლი სათქმელი ყოფილა.

ჟურნალისტმა მსოფლიოს რუკა გაშალა და კალათბურთელებს რუსეთის მოძებნა სთხოვა. ტაიშონ ტეილორს მხარში თორნიკე შენგელია ამოუდგა და რომ შეატყო, თანაგუნდელს
რუსეთის პოვნა გაუჭირდა, იდაყვზე ხელი მოჰკიდა და პირდაპირ "მოსკოვში მიიყვანა".

მარშონ ბრუკსმა ჯერ ყაზახეთი შემოხაზა, შემდეგ ჩინეთი... უფრო ჩრდილოეთით, - მიანიშნა ჟურნალისტმა და მარშონიც ბოლოს და ბოლოს რუსეთში "აღმოჩნდა". არადა, იგი სექტემბერში ანდრეი კირილენკოსთან ერთად მოსკოვში გამართულ კემპში მონაწილეობდა.

ლოპესსა და ევანსს არაფერი შეშლიათ - გეოგრაფიის ცოდნა გამოავლინეს.

ბრუკლინელებს "ჩიბურაშკა" წარმოუდგინეს და მისი ვინაობა ჰკითხეს:

ევანსი: - რუსული "სპანჩ ბობი" იქნება.

ლოპესი: - ღრუბელს ჰგავს, მაგრამ ფაფუკია. ვერ ვხვდები...

ბრუკსი: - ასეთი რამ პირველად ვნახე. საინტერესო ცხოველია.

- მისი სახელია "ჩიბურაშკა".

ევანსი: - ჩოოლ, ჩიბრეშკა!

სიმპათიურმა ჟურნალისტმა რუსული შრიფტით დაბეჭდილი რამდენიმე ფრაზა ამოქექა. პირველზე ეწერა: Хеллои Бруклин.

ბრუკსი: - ზინო...

ლოპესი: - ზენო ბიუქნო.

ევანსი: - ჰელოუ, ბრუკლინ!

მეორე ფურცელზე ქართული გვარი ეწერა: Токо Шенгелия. თორნიკეს ფარული მინიშნების შემდეგ ტეილორმა გამართულად წაიკითხა.

რეჯი ევანსმა აქაც ყველას აჯობა, რუსული შრიფტით დაბეჭდილი ორი გვარი იმდენად იოლად გაშიფრა, შამპოლიონს შეშურდებოდა: ჯო ჯონსონი და კრის ჰამპრისი. ბრუკ ლოპესს დამაბნეველი წარწერა ერგო: Брук Лопез. კალათბურთელს "არ შეშლია":

- ჯონს... მეორე სიტყვას ვერ ვკითხულობ.

ბრუკსი: - ბრუკ ლოპესი წერია, ხომ?!

ბრუკლინელები რუსულად დაგვემშვიდობნენ, თითქმის უშეცდომოდ გაიმეორეს "დო სვიდანია". მხოლოდ ტეილორს გაუჭირდა, რომელსაც შენგელიას ორჯერ კარნახმაც ვერ უშველა.

რუსული კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით ხელმძღვანელობამ ბრუკ ლოპესი და დერონ უილიამსი რესტორან "რუსულ სამოვარში" დაპატიჟა. მათ ჩაიც დააგემოვნეს, კიევური კატლეტიც მოეწონათ... "ხალადეცის" ჩაყლაპვა კი ლოპესს ძალიან გაუჭირდა.

VideoSportall.Ge
აბა, რუკაზე ვინ მიპოვის რუსეთს?


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Просто მაგარია!
archil
18 იანვარი 2013 21:46
0
ჰაჰჰაჰა :დდ აუუუ საააღოლ :დდ
ავტორ საღოლ შენ
dinano
18 იანვარი 2013 16:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული