ჟურნალისტი ბრუკლინელებს რუსეთის შესახებ ეკითხებოდა (შეგახსენებთ, რომ გუნდის მფლობელი რუსი მიხაილ პროხოროვია).
პირველი კითხვა ასე ჟღერდა:
- როგორ ესალმებიან რუსულ ენაზე?
მარშონ ბრუკსმა, რეჯი ევანსმა და ბრუკ ლოპესმა მხრები აიჩეჩეს.
- პრივეტ!
ევანსი: - What?
ბრუკსი: - ბრივეტ. იოლი სათქმელი ყოფილა.
ჟურნალისტმა მსოფლიოს რუკა გაშალა და კალათბურთელებს რუსეთის მოძებნა სთხოვა. ტაიშონ ტეილორს მხარში თორნიკე შენგელია ამოუდგა და რომ შეატყო, თანაგუნდელს
მარშონ ბრუკსმა ჯერ ყაზახეთი შემოხაზა, შემდეგ ჩინეთი... უფრო ჩრდილოეთით, - მიანიშნა ჟურნალისტმა და მარშონიც ბოლოს და ბოლოს რუსეთში "აღმოჩნდა". არადა, იგი სექტემბერში ანდრეი კირილენკოსთან ერთად მოსკოვში გამართულ კემპში მონაწილეობდა.
ლოპესსა და ევანსს არაფერი შეშლიათ - გეოგრაფიის ცოდნა გამოავლინეს.
ბრუკლინელებს "ჩიბურაშკა" წარმოუდგინეს და მისი ვინაობა ჰკითხეს:
ევანსი: - რუსული "სპანჩ ბობი" იქნება.
ლოპესი: - ღრუბელს ჰგავს, მაგრამ ფაფუკია. ვერ ვხვდები...
ბრუკსი: - ასეთი რამ პირველად ვნახე. საინტერესო ცხოველია.
- მისი სახელია "ჩიბურაშკა".
ევანსი: - ჩოოლ, ჩიბრეშკა!
სიმპათიურმა ჟურნალისტმა რუსული შრიფტით დაბეჭდილი რამდენიმე ფრაზა ამოქექა. პირველზე ეწერა: Хеллои Бруклин.
ბრუკსი: - ზინო...
ლოპესი: - ზენო ბიუქნო.
ევანსი: - ჰელოუ, ბრუკლინ!
მეორე ფურცელზე ქართული გვარი ეწერა: Токо Шенгелия. თორნიკეს ფარული მინიშნების შემდეგ ტეილორმა გამართულად წაიკითხა.
რეჯი ევანსმა აქაც ყველას აჯობა, რუსული შრიფტით დაბეჭდილი ორი გვარი იმდენად იოლად გაშიფრა, შამპოლიონს შეშურდებოდა: ჯო ჯონსონი და კრის ჰამპრისი. ბრუკ ლოპესს დამაბნეველი წარწერა ერგო: Брук Лопез. კალათბურთელს "არ შეშლია":
- ჯონს... მეორე სიტყვას ვერ ვკითხულობ.
ბრუკსი: - ბრუკ ლოპესი წერია, ხომ?!
ბრუკლინელები რუსულად დაგვემშვიდობნენ, თითქმის უშეცდომოდ გაიმეორეს "დო სვიდანია". მხოლოდ ტეილორს გაუჭირდა, რომელსაც შენგელიას ორჯერ კარნახმაც ვერ უშველა.
რუსული კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით ხელმძღვანელობამ ბრუკ ლოპესი და დერონ უილიამსი რესტორან "რუსულ სამოვარში" დაპატიჟა. მათ ჩაიც დააგემოვნეს, კიევური კატლეტიც მოეწონათ... "ხალადეცის" ჩაყლაპვა კი ლოპესს ძალიან გაუჭირდა.
Video
აბა, რუკაზე ვინ მიპოვის რუსეთს?
აბა, რუკაზე ვინ მიპოვის რუსეთს?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ავტორ საღოლ შენ