ასეთივე რამე გააკეთეს სპორტის აკადემიის შენობასთან მიმართებაშიც, სადაც შეგნებულად ჩაუშვეს წყალი, რათა საძირკველში ჩასულიყო და დაენგრია ის. იქაურობაც ასევე გააპარტახეს და გაანადგურეს.
ეს წინა ხელისუფლებამ გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ვინ, ამას გამოძიება დაადგენს.
ასე ინგრეოდა საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები, ქვეყანაში მწვრთნელები და ფიზმომზადების სპეციალისტები აღარ დარჩა", - განაცხადა 12 თებერვალს სპორტის სამინისტროში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, როცა თავისი
პრესკონფერენციაზე მინისტრს განმარტება მძლეოსნობაში შექმნილ ვითარებაზეც სთხოვეს, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე "ხანდაზმული" რეკორდი მოიხსნა.
მძლეოსანთა ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ ეს შედეგები გაყალბებულია და იმ რეკორდების ავტორები მათ გადასინჯვას მოითხოვენ.
"ამ საქმეზე ჩვენთან შემოვიდა საინიციატივო ჯგუფის საჩივარი, რომელშიც ითხოვენ რამდენიმე შედეგის გადასინჯვას.
ეს ფაქტი შესწავლის პროცესშია, მას ჩვენი იურიდიული დეპარტამენტი იკვლევს და მისი შედეგი აუცილებლად გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
სპორტი პოზიტივზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგრამ როცა ასეთი სავალალო ვითარებაა, რეაგირებას აუცილებლად გავაკეთებთ.
ისეთ ქმედებას, რაც ზიანს აყენებს სპორტის იმიჯს, ქვეყანას, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტის სამინისტროს, უყურადღებოდ არ დავტოვებთ და ყველგან ჩავერევით", - განაცხადა ყიფიანმა ამ თემაზე საუბრისას.
აქვე შეგახსენებთ, რომ მძლეოსანთა არა მარტო შიდა რეკორდი, ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებაც კი ეჭვებს იწვევს.
ასევე იხილეთ:
მინისტრმა ანგარიში ჩაგვაბარა - ლევან ყიფიანი ზეწოლას უარყოფს