ჭარბწონიანი ფრისტაილერი ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
50 წლის უელსელი ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა. ენდრიუ კესედი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პოპულარული გახდებოდა. მამაკაცმა, რომელიც ჭარბი წონის გამო იტანჯება, მსოფლიო საფეხბურთო ფრისტაილით გააოცა.

ფრისტაილის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორები (ტურნირი დუბაიში გაიმართება) სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ ნანახით. ვიდეოს ნახვის შემდეგ მათ ენდრიუ ტურნირის გახსნაზე საპატიო სტუმრად მიიწვიეს.

"არ მჯერა, რომ ამდენმა ადამიანმა ნახა, რას ვაკეთებდი. ბავშვები დამცინიან ხოლმე, მაგრამ როცა ვანახებ, ბურთით რა შემიძლია, პირღია რჩებიან",
- თქვა ენდრიუმ.

VideoSportall.Ge
ჭარბწონიანი ფრისტაილერი - 1


ფრისტაილერის თქმით, მან ბურთით ვარჯიში 2002 წელს დაიწყო,
როცა თევზსაჭერ კომპანიაში სამსახური დაკარგა.

"დიახ, ჭარბი წონა მაქვს, მაგრამ ავტოსადგომზე დღეში ორი საათი ვვარჯიშობ. მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორები დუბაიში პირველი კლასის ბილეთს და სასტუმროში ლუქსის ნომერს შემპირდნენ. სასიამოვნო ბონუსია. გარდა ამისა, გამოსვლისთვის 200 ფუნტს გადამიხდიან", - თქვა ენდრიუმ.

VideoSportall.Ge
ჭარბწონიანი ფრისტაილერი - 2
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას კაი პლასტიკური უნდა და მერე რა მესი და რის რონალდო :)
japani
01:11 28-03-2013
0
არ შეიძლება ამის ნატურალიზება და ნაკრებში ჩასმა? ბურთს მაინც დაიჭერს
ალექსანდრე
23:19 27-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული