ეს ამბავი გუშინ გამახსენდა, როცა ორი დიდი ფეხბურთელის, ფრანც ბეკენბაუერისა და იოჰან კრუიფის ფირზე აღბეჭდილი სინქრონული მოძრაობა ვნახე.
ასეთ სიტუაციაში ხომ მეორე დიდი დუეტი - დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძეც არიან გადაღებულნი.
ისიც გამახსენდა, რომ ასეთი "პარალელური" ფოტოები კიდევ უამრავი მაქვს მოგროვილი და ვფიქრობ, მათი "შეწებებისა" და საჯაროდ გამოტანის დროა.
არვიდას საბონისის თბილისში სტუმრობისას ინტერნეტში მის ფოტოებს ვარჩევდი და ბურთით მუცელგამობერილი 224 სმ სიმაღლის
ზუსტად ასეთ ვითარებაში აღბეჭდეს საბონისის თანამემამულე ლიტველმა ფოტორეპორტიორებმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია კლაიპედაში, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას.
დააკვირდით კრიშტიანო რონალდოსა და ქართველი მოცეკვავის შეტყუპებულ სურათებს.
მართალია, მათ შორის მსგავსება არ არის, მაგრამ ერთმანეთის გვერდით იმდენად ბუნებრივად "გრძნობენ თავს", თითქოს რონალდოს "ცეკვა ქართულში" ჭიპი ჰქონდეს მოჭრილი.
რეალელს, აბა, ბარსელონელი როგორ ჩამორჩებოდა - დანი ალვეშმა მეტოქის კართან ისეთი ტრიალი შეასრულა, მთიულურის გამოცდილ მოცეკვავესაც შეშურდებოდა.
იანვარში გამოვაქვეყნეთ რამდენიმე სპორტსმენისა და მისი ორეულის ფოტოები. მას მერე ერთი საოცარი მსგავსება აღმოვაჩინეთ: განსჯა თქვენთვის მოგვინდვია, რომელია იტალიელი კალათბურთელი ლუიჯი დატომე და რომელი - ქართველი მიხეილ ანდღულაძე.
დაბოლოს, სტატიის მთავარ სურათზე ვიოლინომომარჯვებულ კაცს დააკვირდით, რომელიც, ერთი შეხედვით, შესაძლოა, ლებრონ ჯეიმსს მიამსგავსოთ...
კიდევ უფრო დააკვირდით - მართლაც ჯეიმსია, რომელიც უთუოდ გამოიწვევს ასოციაციას ბესიკთან.
ხომ გახსოვთ ფილმი ფეოლა, რომელშიც იპოლიტე ხვიჩიას დაძახებაზე აივნიდან ულვაშიანი ბესიკი რომ გადმოდგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"