"სექსუალურ მანიაკ" სლოვაკ ველომრბოლელს დამცველები და მიმბაძველები გამოუჩნდნენ

AutoSharing Option
ველოსპორტის სამყარო, რომელსაც ლენს არმსტრონგის აღიარების შემდეგ არცთუ კარგი დროება უდგას, მორიგმა სკანდალმა მოიცვა.

ამას წინათ პოდიუმზე მდგარმა 23 წლის სლოვაკმა ველომრბოლელმა პიტერ საგანმა, რომელმაც "ფლანდრიის ტურში" მეორე ადგილი დაიკავა, მომხიბვლელ გოგონას, რომელიც ტრადიციულად ტურის გამარჯვებულს დაჯილდოების ცერემონიალისას კოცნის, უკანალზე სახალხოდ "მოუთათუნა".

რა გასაკვირია, საგანი უმალ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ველოსპორტის სამყარო ორ ნაწილად გაიყო - თუ ერთნი სლოვაკის ქმედებას სამარცხვინოდ მიიჩნევენ, მეორენი სპორტსმენს ესარჩლებიან და ბაძავენ კიდეც.

აი, მაგალითებიც:

"ყველა, ვინც
საგანს იცავს, კიდევ ერთხელ კარგად უნდა დაფიქრდეს. სამუშაო ადგილზე ამ ქმედებას ძალადობა ჰქვია",
- თქვა ავსტრალიური საიტის, Cycling News-ის რედაქტორმა ჯეინ ობრიმ.

"სხვათა შორის, კოცნიდე გამარჯვებულს - სრულებით უცნობ ადამიანს, ესეც ძალადობის ფაქტია სამუშაო ადგილზე", - პასუხად წერს თავის ბლოგზე ჟურნალისტი თომას თაიჰერი.

თავის მხრივ, საზოგადოების რეზონანსისგან დამფრთხალმა სპორტსმენმა ვიდეომიმართვა გაავრცელა:

"პოდიუმზე იმ გოგონას წყენინება გულში არც გამივლია. ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს ჩემი ქმედებით შეურაცხყოფა მივაყენე".

ინციდენტი ალბათ ამოწურული იქნებოდა, რომ არა საგანის გულშემატკივრები, რომლებიც აქამდე ჯიუტად ამტკიცებენ, რომ თუნდაც სახალხოდ და თუნდაც უცნობი გოგონასთვის მოხდენილ უკანალზე ჩქმეტა-მოთათუნებაში ცუდი არაფერია.

საგანის მხარდამჭერებმა "ფეისბუქზე" ჯგუფიც კი შექმნეს, სადაც ველომრბოლელებს პოდიუმზე მსგავსი ქმედების ტრადიციად გადაქცევისკენ მოუწოდებენ.

ქსელში უკვე გამოჩნდა კიდეც უამრავი ფოტო, სადაც "სექსუალური ძალადობის" მსხვერპლი არა მხოლოდ გოგონები, უსულო საგნები - ქანდაკებები და რბილი სათამაშოებიცაა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: კრიშტიანოს ორეული, კლიჩო მაიამიში, მაიკ ტაისონი და 1 აპრილი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული